Post Reply 
 
Thread Rating:
  • 1 Votes - 1 Average
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ანალოგები)
11-18-2013, 11:56 PM (This post was last modified: 11-19-2013 12:14 AM by guru_m.)
Post: #31
RE: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ლოგიკა)
20. მოცემულია:
• ორი კოლოფიდან ერთ-ერთში დევს ბეჭედი, ერთ-ერთში – ძეწკვი. I კოლოფს აწერია: "ამ კოლოფში არ დევს ძეწკვი", II კოლოფზე კი ასეთი წარწერაა: "ბეჭედიც და ძეწკვიც ამ კოლოფშია". ამ წარწერებიდან ერთი ჭეშმარიტია, ერთი – მცდარი.

რომელ კოლოფშია ბეჭედი და რომელში – ძეწკვი?

(ა) ბეჭედი დევს I კოლოფში, ძეწკვი – მეორეში
(ბ) ორივე დევს II კოლოფში
(გ) ბეჭედი დევს II კოლოფში, ძეწკვი – პირველში
(დ) ორივე დევს I კოლოფში

სწორი პასუხი (ა)

21. მოცემულია:
• სტუდენტები დისკუსიას მართავდნენ აუდიტორიაში, რომელსაც დამკვირვებელთა ოთახისგან მინის ტიხარი ყოფდა. დამკვირვებლებს მხოლოდ ვიზუალური დაკვირვების საფუძველზე უნდა გამოერჩიათ ის სტუდენტი, რომელიც ყველაზე აქტიური იყო და წარმართავდა დისკუსიას. ერთმა დამკვირვებელმა ასეთად A სტუდენტი მიიჩნია, ხოლო მეორემ _ B სტუდენტი.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ფაქტით შეიძლება აიხსნას ეს განსხვავება?

(ა) დისკუსია შეეხებოდა სტუდენტებისთვის აქტუალურ საკითხს და ამიტომ დისკუსიაში ყველა აქტიურად იყო ჩართული
(ბ) დამკვირვებლები გამოცდილი მკვლევრები იყვნენ და ისინი დისკუსიის მსვლელობის ყველა ნიუანსს ზუსტად აღნუსხავდნენ
(გ) A სტუდენტი იყო სადისკუსიო კლუბის ხელმძღვანელი, ხოლო B სტუდენტი _ მისი მოადგილე
(დ) დამკვირვებლები სხვადასხვა მხარეს ისხდნენ და მათი მხედველობის არეში სხვადასხვა სტუდენტი მოექცა


სწორი პასუხი (დ)

22. მოცემულია წანამძღვრები:
• ბოსტნეული სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, თუ ის მოყვანილია ეკობიოლოგიური მოთხოვნების დაცვით
• ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტი არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს
• ყვავილოვანი კომბოსტო ბოსტნეულია

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დებულება არ გამომდინარეობს ამ წანამძღვრებიდან?

(ა) ყვავილოვანი კომბოსტო სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, თუ ის მოყვანილია ეკობიოლოგიური მოთხოვნების დაცვით
(ბ) ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა მხოლოდ ის პროდუქტი, რომელიც არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს
(გ) თუ საკვები პროდუქტი შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს, ის არ არის ყვავილოვანი კომბოსტო
(დ) ბოსტნეული არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს, თუ ის მოყვანილია ეკობიოლოგიური მოთხოვნების დაცვით

სწორი პასუხი (გ)

23. მოცემულია:
• ისლანდიელ მხატვარ-მარინისტთა ნამუშევრები არ მომწონს
• ჩემს მეგობრებს მოსწონთ ისლანდიელ მხატვარ-მარინისტთა ნამუშევრები

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი გამომდინარეობს ამ დებულებებიდან?

(ა) ზოგიერთი მხატვარი-მარინისტი არაა ისლანდიელი
(ბ) ჩემი შეხედულებები ყოველთვის არ ემთხვევა სხვა ადამიანთა თვალსაზრისს
(გ) სხვა ჟანრში მომუშავე ისლანდიელ მხატვართა ნამუშევრებიც არ მომწონს
(დ) ზოგიერთი ადამიანი იზიარებს ჩემს შეხედულებებს ისლანდიელ მხატვარ-მარინისტთა ნამუშევრების შესახებ


სწორი პასუხი (ბ)
Find all posts by this user
Quote this message in a reply
11-20-2013, 05:33 PM (This post was last modified: 11-20-2013 06:18 PM by guru_m.)
Post: #32
RE: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ლოგიკა)
24. ცნობილია :
• მუსიკის მოყვარულები ჯაზური მუსიკის კონკურსში გამარჯვებას B მუსიკოსს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ, მათ გასაკვირად, კონკურსში D მუსიკოსმა გაიმარჯვა. მუსიკის მოყვარულებმა ეს ფაქტი D-ს მიმართ ჟიურის წევრთა მიკერძოებული დამოკიდებულებით ახსნეს.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი აყენებს ეჭვქვეშ მუსიკის მოყვარულთა ამ ვარაუდს?

(ა) ჟიურის თავმჯდომარე ჯაზური მუსიკისადმი განსაკუთრებული სიმპათიით იყო გამსჭვალული
(ბ) B თავის საშემსრულებლო ტექნიკას უკეთ ავლენს სიმფონიური მუსიკის ნაწარმოებთა შესრულებისას
(გ) ჟიურის წევრთაგან ბევრი D-ს კოლეგა და მეგობარი იყო
(დ) B განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდა ამ კონკურსისათვის

სწორი პასუხი (ბ)

25. ცნობილია :
დელფინარიუმში ბევრი დელფინი ჰყავთ. ამასთან:
• ყველა დელფინი მხიარულია
• ყველა დელფინი წყალბურთელია

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დებულება გამომდინარეობს ამ მონაცემებიდან?

(ა) მხოლოდ წყალბურთელები არიან მხიარულები
(ბ) არსებობენ მხიარული წყალბურთელები
(გ) ყველა წყალბურთელი მხიარულია
(დ) ზოგიერთი წყალბურთელი არ არის მხიარული

სწორი პასუხი (ბ)

26. ცნობილია :
დიმიტრი, ნიკო და ლევანი მწერლები არიან. ერთი მათგანი რომანებს წერს, ერთი _
ნოველებს, ერთი კი _ სონეტებს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ:
• ნოველისტს ყველაზე ნაკლები რაოდენობის წიგნი აქვს გამოცემული, თანაც ის მხოლოდ ქართულ გამომცემლობებთან თანამშრომლობს
• ლევანის დახმარებით, ნიკოს წიგნები გამოსცეს როგორც ქართულმა,
ასევე, უცხოურმა გამომცემლობებმა
• ლევანს რომანისტზე მეტი რაოდენობის წიგნი აქვს გამოცემული

რომელი ჟანრის ნაწარმოებებს წერს ნიკო?

(ა) რომანებს
(ბ) მონაცემები საკმარისი არაა პასუხის გასაცემად
(გ) ნოველებს
(დ) სონეტებს

სწორი პასუხი (ა)

27. ცნობილია :
• ვიქტორინის მონაწილეებს მეცნიერების სამი სფეროდან უსვამდნენ შეკითხვებს. მომდევნო ტურში გასასვლელად მონაწილეს ამ სამი სფეროდან ერთში მაინც უნდა დაეგროვებინა 25 ან მეტი ქულა. მომდევნო ტურში გავიდა 5 მონაწილე.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ვითარებაა შეუძლებელი?

(ა) ხუთივე გამარჯვებულმა 25 ან მეტი ქულა დააგროვა ერთსა და იმავე სფეროში
(ბ) ყველა გამარჯვებულმა სხვადასხვა სფეროში დააგროვა გამსვლელი ქულა
(გ) სამმა გამარჯვებულმა გამსვლელი ქულა დააგროვა ერთსა და იმავე სფეროში, ორმა კი – სხვადასხვა სფეროში
(დ) ერთ-ერთმა გამარჯვებულმა 25 ან მეტი ქულა დააგროვა თითოეულ სფეროში

სწორი პასუხი (ბ)

28. მოცემულია:
• თუ მოლაღურს რაიმე სიამოვნებს, ის კარგად გალობს
• მოლაღურს ძალიან სიამოვნებს, როდესაც მინდვრის ყვავილებს ხედავს

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დებულება გამომდინარეობს ამ წანამძღვრებიდან?

(ა) თუ მოლაღური კარგად არ გალობს, ის მინდვრის ყვავილებს ვერ ხედავს
(ბ) თუ მოლაღური კარგად გალობს, მას რაღაც სიამოვნებს
(გ) თუ მოლაღური კარგად გალობს, ის მინდვრის ყვავილებს ხედავს
(დ) თუ მოლაღური მინდვრის ყვავილებს ვერ ხედავს, კარგად ვერ გალობს

სწორი პასუხი (ა)

29. მოცემულია:
• ყველა წიწვოვანი ხე მარადმწვანეა
• ამ ტყეში ყველა ხე წიწვოვანია

დავუშვათ, რომ ეს დებულებები ჭეშმარიტია. რომელი დასკვნა გამომდინარეობს მათგან?

(ა) ყველა მარადმწვანე ხე წიწვოვანია
(ბ) ამ ტყეში ყველა ხე მარადმწვანეა
(გ) ყველა მარადმწვანე ხე ამ ტყეში იზრდება
(დ) მხოლოდ წიწვოვანი ხეებია მარადმწვანე

სწორი პასუხი (ბ)

30. მოცემულია:
• მეცნიერები ოდესმე აუცილებლად აღმოაჩენენ ახალ გალაქტიკას

შემდეგი წინადადებებიდან რომელია მოცემულის ტოლფასი?

(ა) შეუძლებელია, მეცნიერებმა ოდესმე აღმოაჩინონ ახალი გალაქტიკა
(ბ) შეუძლებელია, მეცნიერებმა ვერასოდეს აღმოაჩინონ ახალი გალაქტიკა
(გ) შესაძლებელია, მეცნიერებმა ოდესმე აღმოაჩინონ ახალი გალაქტიკა
(დ) შესაძლებელია, მეცნიერებმა ვერასოდეს აღმოაჩინონ ახალი გალაქტიკა

სწორი პასუხი (ბ)

31. მოცემულია:
• თუ A-ს მონათხრობი მართალი არ არის, მაშინ საგზაო მოძრაობის წესი C-ს დაურღვევია
• თუ A ყველაფერს ზუსტად მოგვითხრობს, მაშინ B-ს ჩვენება არ შეესაბამება

(ა) საგზაო მოძრაობის წესი დაარღვია C-მ
(ბ) ზემოთ მოცემული პასუხებიდან არც ერთი არ არის სწორი
(გ) C-ს საგზაო მოძრაობის წესი არ დაურღვევია
(დ) აგზაო მოძრაობის წესი დაარღვია C-მ, თუკი B-ს ჩვენება შეესაბამება სინამდვილეს

სწორი პასუხი (დ)
Find all posts by this user
Quote this message in a reply
11-20-2013, 06:44 PM (This post was last modified: 11-20-2013 06:44 PM by guru_m.)
Post: #33
RE: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ლოგიკა)
32. ცნობილია :
• მყვინთავებმა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან აღმოაჩინეს გამოქვაბული, რომელშიც
შესვლა მხოლოდ ზღვიდან, წყალქვეშა გვირაბით შეიძლება. გამოქვაბული წყლით არის
სავსე და მასში ბევრი სტალაგმიტია. სტალაგმიტები მინერალების სვეტებია, რომელთა
წარმოშობის მექანიზმი ასეთია: თუ გამოქვაბულის ფსკერზე ერთსა და იმავე ადგილზე
დიდი ხნის განმავლობაში ეცემა წყლის წვეთები, ამ ადგილას ნელ-ნელა ილექება წყალში
არსებული მინერალები და, საბოლოოდ, ასე დალექილი შრეები სვეტებს წარმოქმნის.
გამოქვაბულში სტალაგმიტების არსებობის საფუძველზე მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ
ხმელთაშუა ზღვის დონე ოდესღაც ახლანდელზე უფრო დაბალი იყო.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ვითარება აყენებს ეჭვქვეშ ამ ვარაუდს?

(ა) იმ პერიოდში, როდესაც გამოქვაბულში სტალაგმიტები ყალიბდებოდა, გამოქვაბულს ხმელთაშუა ზღვასთან რამდენიმე მიწისქვეშა გვირაბი აკავშირებდა
(ბ) ხმელთაშუა ზღვის წყალში მინერალების კონცენტრაცია ახლა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იმ დროს, როცა გამოქვაბულში სტალაგმიტები ყალიბდებოდა
(გ) გამოქვაბულის ხმელთაშუა ზღვასთან დამაკავშირებელი გვირაბი მხოლოდ მოგვიანებით გაჩნდა, მანამდე კი გამოქვაბული ზღვისგან იზოლირებული იყო
(დ) გამოქვაბულში არსებული სტალაგმიტების მინერალური შემადგენლობა ხმელთაშუა ზღვის წყლის მინერალური შემადგენლობის მსგავსია

სწორი პასუხი (გ)
Find all posts by this user
Quote this message in a reply
11-25-2013, 07:21 PM (This post was last modified: 11-25-2013 07:35 PM by guru_m.)
Post: #34
RE: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ლოგიკა)
33. მაგიდაზე ერთ რიგად აწყვია ხუთი ფირფიტა. იქვეა საღებავები და ფუნჯები.
სანდრომ თითოეულ ფირფიტას უნდა გაუკეთოს ერთი ზოლი _ წითელი ან ლურჯი,
თანაც ისე, რომ შესრულდეს შემდეგი ორი პირობა:
• წითელზოლიანი ფირფიტები ლურჯზოლიან ფირფიტებზე მეტი იყოს
• ერთმანეთის მიყოლებით მდებარე სამი ფირფიტიდან ერთი მაინც იყოს ლურჯზოლიანი სანდროს ამის გაკეთება ბევრნაირად შეუძლია. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან

რომელი ვითარება განხორციელდება ყველა შემთხვევაში?

(ა) მეორე ფირფიტას აქვს წითელი ზოლი
(ბ) მეოთხე ფირფიტას აქვს ლურჯი ზოლი
(გ) მესამე ან მეოთხე ფირფიტას (ან ორივეს) აქვს წითელი ზოლი
(დ) პირველ ან მეხუთე ფირფიტას (ან ორივეს) აქვს წითელი ზოლი

სწორი პასუხი (დ)

34. მოცემულია:
• ხოხობი არ მიეკუთვნება ბეღურასებრთა ოჯახს
• ამ ტყეში ბეღურასებრთა ბევრი სხვადასხვა სახეობაა გავრცელებული მაშასადამე, ამ ტყეში ხოხბები არ ბუდობენ.

ეს დასკვნა:

(ა) გამომდინარეობს ორივე დებულებიდან, მაგრამ არ გამომდინარეობს არც ერთიდან ცალ-ცალკე
(ბ) არ გამომდინარეობს მოცემული დებულებებიდან
(გ) გამომდინარეობს თითოეული დებულებიდან ცალ-ცალკე
(დ) გამომდინარეობს მხოლოდ ერთ-ერთი დებულებიდან

სწორი პასუხი (ბ)

35. ევროპის ერთ-ერთ დიდ ქალაქში ჩატარებული გამოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ
ბოლო ათი წლის განმავლობაში ქალაქის ცენტრალური რაიონების საჯარო სკოლებში
სწავლების ხარისხი გაუარესდა. ექსპერტთა მოსაზრებით, ამის მიზეზი გარეუბნებთან
სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესებაა, რამაც ცენტრში დასაქმებულ საშუალო ფენას
შესაძლებლობა მისცა, უფრო პრესტიჟულ გარეუბნებში გადასულიყო საცხოვრებლად,
ცენტრში კი კონცენტრირებული აღმოჩნდა ყველაზე დაბალი სოციალური ფენა,
რომელსაც ნაკლებად აქვს საკუთარი ინტერესების დასაცავად საჭირო პოლიტიკური
ძალა.

რას ემყარება ექსპერტთა მოსაზრება?

(ა) დიდი ქალაქის ცენტრსა და გარეუბნებს შორის იაფი და სწრაფი სატრანსპორტო
კავშირი ყოველთვის იწვევს ცენტრალური უბნების განათლების სისტემის კრიზისს
(ბ) ამა თუ იმ უბნის მოსახლეობის პოლიტიკური ძალა განსაზღვრავს, რამდენად მაღალი
ხარისხისაა აქ სოციალური სამსახურები, მათ შორის, განათლების სისტემა
(გ) ცენტრში ცხოვრება ახალი სატრანსპორტო კავშირის დამყარებამდეც ნაკლებად
პრესტიჟული იყო, მაგრამ აქ არსებულ სკოლებში სწავლების ხარისხის გაუარესება
კიდევ უფრო არაპრესტიჟულს გახდის ცენტრალურ უბნებს
(დ) საშუალო ფენის გარეუბნებში გადასახლება იმიტომ აისახა უარყოფითად
ცენტრალურ უბნებში სწავლების ხარისხზე, რომ გარეუბნებში საცხოვრებლად
გადავიდნენ სკოლის მასწავლებლებიც, რომლებიც საშუალო ფენას მიეკუთვნებიან

სწორი პასუხი (ბ)

36. სოფომ და თეონამ ახალგაზრდა პიანისტის საკონცერტო პროგრამა წაიკითხეს.
პროგრამის შინაარსით გიორგიც დაინტერესდა.
სოფო: თუ პიანისტი შეასრულებს ბახის ფუგას, მაშინ ის არ შეასრულებს
მოცარტის სონატას.
თეონა: თუ პიანისტი შეასრულებს ბახის ფუგას, მაშინ ის შეასრულებს მოცარტის
სონატასაც.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი გამომდინარეობს გოგონების საუბრიდან, თუ
ცნობილია, რომ ორივე გოგონამ სიმართლე თქვა?

(ა) პიანისტი არ შეასრულებს მოცარტის სონატას
(ბ) ზემოთ მოცემული პასუხებიდან არც ერთი არ არის სწორი
(გ) პიანისტი არ შეასრულებს ბახის ფუგას
(დ) პიანისტი შეასრულებს ბახის ფუგასაც და მოცარტის სონატასაც

სწორი პასუხი (გ)
Find all posts by this user
Quote this message in a reply
11-25-2013, 08:22 PM (This post was last modified: 11-25-2013 09:05 PM by guru_m.)
Post: #35
RE: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ლოგიკა)
37. ცნობილია :
• ტელეკომპანიის დაკვეთით ჩატარდა კვლევა იმის გამოსარკვევად, რომელი გადაცემის რეკლამა
ახსოვთ მაყურებლებს ყველაზე უკეთ. გამოიკვეთა ერთ-ერთი გადაცემის ორი რეკლამა, რომელიც
სხვადასხვა დროს გადიოდა ტელეეთერში. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ ეს ფაქტი იმით
ახსნა, რომ ეს გადაცემა პოპულარულია.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი აყენებს ეჭვქვეშ ამ ვარაუდს?

ა) ორივე რეკლამაში მონაწილეობდნენ ადამიანები, რომელთა სახელები და გარეგნობა ნაკლებად
ცნობილია მაყურებლებისათვის
ბ) ორივე რეკლამას ტელევიზიით დაახლოებით იმავე სიხშირით უჩვენებდნენ, როგორც სხვა
გადაცემების რეკლამებს.
გ) სხვა რეკლამებისაგან განსხვავებით, ორივე რეკლამაში პოპულარული მსახიობები
მონაწილეობდნენ
დ) სხვა რეკლამებისაგან განსხვავებით, ორივე ეს რეკლამა პოლიტიკურ თოქ-შოუს უწევდა
პოპულარიზაციას, რომელსაც ყოველთვის ბევრი მაყურებელი ჰყავს.

სწორი პასუხი (გ)

38. მოცემულია წანამძღვრები:
• ყველა კენგურუ ავსტრალიაში ბინადრობს
• ზოგიერთ კენგურუს მუქი ბეწვი აქვს
• კენგურუ არ არის მტაცებელი

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დებულება გამომდინარეობს მოცემული წანამძღვრებიდან:
I. ყველა კენგურუ, რომელსაც მუქი ბეწვი აქვს ბინადრობს ავსტრალიაში
II. ავსტრალიაში ბინადარ ზოგიერთ არამტაცებელ ცხოველს მუქი ბეწვი აქვს

(ა) მხოლოდ პირველი
(ბ) მხოლოდ მეორე
(გ) ორივე
(დ) არც ერთი

სწორი პასუხი (გ)

39. იკებანას სპეციალისტმა კომპოზიციისათვის უნდა აირჩიოს ყვავილებიდან - ჰორტენზია,
აზალია - ერთი მაინც, და გასაწყობად - წიწვი ან ბზა - ერთი მაინც. ამასთან:
• თუ აირჩევს ჰორტეზიას, მაშინ ასევე უნდა აირჩიოს წიწვიც და ბზაც
• თუ აირჩევს აზალიას, მაშინ არ უნდა აირჩიოს წიწვი.

არჩეულ მცენარეებს შორის

(ა) აუცილებლად უნდა იყოს აზალია
(ბ) აუცილებლად უნდა იყოს ჰორტენზია და წიწვი
(გ) აუცილებლად უნდა იყოს ბზა
(დ) არ უნდა იყოს წიწვი

სწორი პასუხი (გ)

40.სამი მეგობარი დათო, გია და სანდრო ერთად ემზადებოდნენ საკონტროლო წერისათვის. ერთი
ცდილობდა ამოცანები ამოეხსნა, მეორე მას ეხმარებოდა, ხოლო მესამე ამ დროს ტელეფონით
მესიჯებს აგზავნიდა. ამასთან:
• თუ დათო ამოცანებს ხსნიდა, მაშინ გია მესიჯებს აგზავნიდა
• თუ გია მესიჯებს აგზავნიდა, სანდრო არ ეხმარებოდა ამოცანების ამოხსნაში
• თუ სანდრო მესიჯებს არ აგზავნიდა მაშინ ამოცანებს ხსნიდა გია

ვინ ხსნიდა ამოცანებს?
ა) დათო
ბ) გია
გ) სანდრო
დ) მოცემული ინფორმაცია არაა საკმარისი ამის დასადგენად

სწორი პასუხი ბ)

41. მოცემულია:
• ყველა რაგბისტი ფიზიკურად ძალიან ძლიერია
• ყველა ფიზიკურად ძლიერი ადამიანი გულკეთილია
• მხოლოდ ის გულკეთილი ადამიანები არიან გულჩვილები, რომლებიც არ არიან ფიზიკურად
ძალიან ძლიერები

თუ ეს დებულებები ჭეშმარიტია, მაშინ რომელია აუცილებლად ჭეშმარიტი?

(ა) არც ერთი რაგბისტი არ არის გულჩვილი
(ბ) ყველა რაგბისტი გულჩვილია
(გ) ზოგიერთი ფიზიკურად ძალიან ძლიერი ადამიანი გულჩვილია
(დ) ვინც რაგბისტი არაა გულკეთილი არაა

სწორი პასუხი (ა)

42. ცნობილი :
• წყაროსთან ოთხი ბავშვი დგას მერაბი, კოტე, ნოდარი და ბაჩო. ისინი ერთი, ორი, სამი და
ოთხიწლისანი არიან (არა აუცილებლად ამ თანმიმდევრობით). მათი ასაკის შესახებ სამი
განსხვავებული ინფორმაცია გვაქვს:
1. კოტე 3 წლისაა, ბაჩო 2-ის
2. მერაბი 4 წლისაა, ბაჩო - 1-ის
3. ნოდარი 2 წლისაა, კოტე 1-ის

ვინ უნდა დალიოს წყალი პირველმა, თუ ცნობილია, რომ წყალი უმცროსისაა და მოცემული სამი
წინადადებების მხოლოდ ერთი ნაწილია ჭეშმარიტი?

(ა) ნოდარმა
(ბ) ბაჩომ
(გ) მერაბმა
(დ) კოტემ

სწორი პასუხი (დ)

43. ცნობილია :
• ადგილობრივ არჩევნებზე ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში ერთმანეთს მეტოქეობას უწევდა ორი - A და
B პარტია. A პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის მთავარი დებულება იყო საშუალო და უმაღლესი
სკოლის პედაგოგთათვის სოციალური პირობების გაუმჯობესება, ხოლო B პარტიისა -
კვალიფიციური მუშახელისათვის სამუშაო ადგილების შექმნა. გაიმარჯვა B პარტიამ.
ანალიტიკოსებმა ეს იმით ახსნეს, რომ A პარტიამ არასწორად შეარჩია წინასაარჩევნო პროგრამის
მთავარი დებულება.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი მატებს დამაჯერებლობას ანალიტიკოსთა მოსაზრებას?

(ა) არჩევნების დროს დაფიქსირდა მრავალი სერიოზული დარღვევა B პარტიის სასარგებლოდ
(ბ) არჩევნების დროს არ დაფიქსირებულა სერიოზული დარღვევები რომელიმე პარტიის
სასარგებლოდ
(გ) ამ საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მოქმედებს მრავალი საგანმანათლებლო დაწესებულება
(დ) ამ საარჩევნო ოლქში არჩევნებზე მოსვლა შეძლო მხოლოდ მეოთხედმა იმ ამომრჩევლებისა,
რომლებიც A პარტიას უჭერენ მხარს

სწორი პასუხი (ბ)

44. განმარტება:
• ერთი წინადადება არის მეორე წინადადების უარყოფა (საწინააღმდეგო
დებულება), თუკი ამ ორი წინადადებიდან ერთის ჭეშმარიტება ნიშნავს მეორის მცდარობას და
პირიქით - ერთის მცდარობა მეორის ჭეშმარიტებას.

მაიკო და შორენა კამათობენ მასწავლებლის მიერ მიცემული დავალებების სირთულეზე.
I. მასწავლებლის მიერ მიცემული ყველა დავალება რთულია.
II. მასწავლებლის მიერ მიცემული არც ერთი დავალება არ არის რთული
III. მასწავლებლის მიერ მიცემული ზოგიერთი დავალება არ არის რთული

მეორე და მესამე წინადადებებიდან რომელია პირველის უარყოფა?

(ა) ორივე
(ბ) მხოლოდ მეორე
(გ) მხოლოდ მესამე
(დ) არც ერთი

სწორი პასუხი (გ)
Find all posts by this user
Quote this message in a reply
11-25-2013, 09:30 PM (This post was last modified: 11-25-2013 10:07 PM by guru_m.)
Post: #36
RE: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ლოგიკა)
45. ცნობილია :
• ყველა, ვინც ეროვნულ გამოცდებს აბარებს, სწავლობს უცხო ენას;
• სანდრო არ სწავლობს მათემატიკას;
• თამთა აბარებს ეროვნულ გამოცდებს;
• ყველა, ვინც ეროვნულ გამოცდებს აბარებს ახალგაზრდაა.

რომელი დასკვნა გამომდინარეობს, ამ დებულებებიდან აუცილებლად?

(ა) სნადრო არ აბარებს ეროვნულ გამოცდებს;
(ბ) თამთა სწავლობს უცხო ენას;
(გ) სანდრო სწავლობს უცხო ენას;
(დ) თამთა ახალგაზრდა არ არის.

სწორი პასუხი (ბ)

46. მოცემულია :
• ყველა კოლექციონერი მეოცნებეა;
• გერმანული ენა, მხოლოდ საფოსტო მარკების კოლექციონერებმა იციან.

ქვემოთ ცამოთვლილთაგან რომელი დებულება გამომდინარეობს ამ დაშვებებიდან აუცილებლად?

(ა) ყველა მეოცნებე კოლექციონერია;
(ბ) მხოლოდ ზოგიერთი საფოსტო მარკების კოლექციონერიარის მეოცნებე;
(გ) ყველა, ვინც გერმანული ენა იცის მეოცნებეა;
(დ) მათგან, ვინც გერმანული ენა იცის, მხოლოდ ზოგიერთი არის კოლექციონერი.

სწორი პასუხი (დ)

47. მოცემულია წინადადება:
• ნებისმიერ ტყეში ერთი ხე მაინც მოიძებნება, რომელიც არ არის წაბლის.

ჩამოთვლილთაგან რომელია მოცემული წინადადების ტოლფასი?

(ა) ზოგიერთ ტყეში არის წაბლის ხეები.
(ბ) არსებობს ტყე, რომელშიც მხოლოდ წაბლის ხეებია.
(გ) არ არსებობს ტყე, რომელშიც ყველა ხე წაბლისაა.
(დ) ყველა ტყეში არის წიწვოვანი ხე.
(ე) არ არსებობს ტყე, რომელშიც ერთი წაბლის ხე მაინც არ არის.

სწორი პასუხი (გ)

48. მოცემულია შემდეგი წინადადება:
• ყოველი სიტყვა, რომელიც ხმოვნით იწყება და ასო თ-ს შეიცავს,
ასო ი-ზე ან ასო ა-ზე მთავრდება.

ქვემოთ ჩამოთვლილი სიტყვებიდან რომელი გამოდგება იმის დასასაბუთებლად, რომ მოცემული წინადადება მცდარია?

(ა) ათი
(ბ) თათი
(გ) თეძო
(დ) ურო
(ე) უთო

სწორი პასუხი (ე)

49. ცნობილია :
• გიორგის კომპიუტერში ხშირად ჩნდებოდა ვირუსები და სხვა უცხო პროგრამები,
რომლებიც კომპიუტერის მუშაობას ანელებდა. გიორგიმ სატელევიზიო
რეკლამიდან შეიტყო ფირმა „გამანადგურებლის“ შესახებ; რეკლამაში ნათქვამი
იყო, რომ ფირმას შეუძლია კომპიუტერების ეფექტური გაწმენდა არასასურველი
უცხო პროგრამებისაგან. გიორგიმ გამოიძახა ფირმის წარმომადგენელი,
რომელმაც მისი კომპიუტერი უცხო პროგრამებისგან გაწმინდა. მოგვიანებით
გიორგიმ აღმოაჩინა, რომ ადრინდელი უცხო პროგრამები მართლაც გაქრა,
მაგრამ მათ ნაცვლად კომპიუტერში რამდენიმე ახალმა უცხო პროგრამამ
დაისადგურა.
გიორგის მიაჩნია, რომ ფირმის წარმომადგენელმა განგებ დანერგა ახალი უცხო
პროგრამები იმ მიზნით, რომ გიორგი ფირმის ხანგრძლივი კლიენტი
გამხდარიყო.

ჩამოთვლილთაგან რომელი გააქარწყლებდა გიორგის ამ ეჭვს?

(ა) ფირმა „გამანადგურებელი“ უკვე ათი წელია, არსებობს და აქამდე არავის
გამოუთქვამს ეჭვი მის კეთილსინდისიერებაში.
(ბ) ფირმა „გამანადგურებლის“ კლიენტთა კომპიუტერების 97% ნორმალურად,
ხარვეზების გარეშე მუშაობს.
(გ) გაწმენდის შემდეგ აღმოჩენილი უცხო პროგრამები თანდათანობით
ანელებს გიორგის კომპიუტერის მუშაობას.
(დ) გაწმენდის შემდეგ აღმოჩენილი პროგრამები ფირმის მიერ შემუშავებული
დამცავი პროგრამებია, რომლებიც ახალი, არასასურველი პროგრამების
შემოღწევას აღკვეთს.
(ე) ფირმა „გამანადგურებელი“ იყენებს უცხო პროგრამების აღმოჩენისა

სწორი პასუხი (დ)

50. მოცემულია :
• I, II და III მსჯელობა:
I. ყველა, ვინც დილაობით დარბის, ჯანმრთელია. ლია არ არის
ჯანმრთელი. მაშასადამე, ლია დილაობით არ დარბის.
II. ყველა თუთიყუშს უყვარს ხილი. ჩემი მეგობრის ჩიტი არ არის
თუთიყუში. გამოდის, რომ ჩემი მეგობრის ჩიტს ხილი არ უყვარს.
III. თუ წვიმს, ასფალტი სველდება. ასფალტი სველია. ესე იგი წვიმს.

ამ მსჯელობებიდან რომელია მართებული?

(ა) მხოლოდ I
(ბ) მხოლოდ II
(გ) მხოლოდ I და II
(დ) მხოლოდ I და III
(ე) I, II და III

სწორი პასუხი (ა)

51. ცნობილია :
მომდევნო სემესტრისთვის სტუდენტმა უნდა აირჩიოს ჰუმანიტარული საგნებიდან
– ფილოსოფია, ანთროპოლოგია – ერთი მაინც, და საბუნებისმეტყველო
საგნებიდან – ფიზიკა, ბიოლოგია – ერთი მაინც. ამასთან:
• თუ აირჩევს ფილოსოფიას, მაშინ ასევე უნდა აირჩიოს ფიზიკაც და
ბიოლოგიაც.
• თუ აირჩევს ანთროპოლოგიას, მაშინ არ უნდა აირჩიოს ფიზიკა.

აქედან გამომდინარე, სტუდენტის მიერ არჩეულ საგნებს შორის

(ა) აუცილებლად უნდა იყოს ანთროპოლოგია.
(ბ) აუცილებლად უნდა იყოს ბიოლოგია.
(გ) არ უნდა იყოს ფიზიკა.
(დ) აუცილებლად უნდა იყოს ფილოსოფია და ფიზიკა.
(ე) აუცილებლად უნდა იყოს ფილოსოფია, ფიზიკა და ბიოლოგია.

სწორი პასუხი (ბ)

52. მოცემულია:
• სამეცნიერო კონფერენციაში მხოლოდ ფიზიკოსები და მათემატიკოსები
მონაწილეობენ.
• კონფერენციის მონაწილე ყველა ფიზიკოსი შვეიცარიიდან ან
იაპონიიდანაა.
• კონფერენციის მონაწილე ყველა მათემატიკოსი, რომელიც ევროპიდანაა,
საფრანგეთიდან ან გერმანიიდანაა.

ჩამოთვლილთაგან რომელი გამომდინარეობს ამ დებულებებიდან?

(ა) თუ კონფერენციის მონაწილე მათემატიკოსია, მაშინ ის
ევროპის რომელიმე ქვეყნიდანაა.
(ბ) კონფერენციაში მონაწილეობენ მათემატიკოსები აზიის
ქვეყნებიდან.
(გ) თუ კონფერენციის მონაწილე იაპონიიდანაა, მაშინ ის
ფიზიკოსია.
(დ) თუ კონფერენციის მონაწილე შვეიცარიიდანაა, მაშინ ის
ფიზიკოსია.
(ე) კონფერენციაში არ მონაწილეობენ მათემატიკოსები
ინდოეთიდან.

სწორი პასუხი (დ)

53. ცნობილია :
საწვრთნელ გაკვეთილზე 8 ძაღლს ასწავლიან ორი ტიპის ბრძანებას – „სდექ“
და `დაჯექი“. ჯგუფში სამი ჯიშის ძაღლია: ნაგაზი, მწევარი და ტერიერი.
ჯგუფში ყველა ნაგაზი და ტერიერი ხვადია.
პირველი გაკვეთილის შედეგებიდან ცნობილია, რომ:
• ორმა ძაღლმა მაინც ისწავლა ბრძანება `დაჯექი“, მაგრამ ვერ ისწავლა
„სდექ“.
• ორმა ძაღლმა მაინც ისწავლა `სდექ“, მაგრამ ვერ ისწავლა `დაჯექი“.
• ერთმა ძაღლმა მაინც ისწავლა ორივე ბრძანება.
• ყველა ის ძაღლი, რომელმაც ისწავლა ბრძანება `სდექ“, ტერიერის
ჯიშისაა.

თუ თითოეულმა ძაღლმა ისწავლა ერთი ბრძანება მაინც, მაშინ ჩამოთვლილთაგან
რომელი არ არის აუცილებლად ჭეშმარიტი?

(ა) ყველა მწევარმა ისწავლა `დაჯექი“.
(ბ) ყველა ნაგაზმა ისწავლა `დაჯექი“.
(გ) ყველა ტერიერმა ისწავლა `სდექ“.
(დ) ვერც ერთმა მწევარმა ვერ ისწავლა `სდექ“.
(ე) ვერც ერთმა ნაგაზმა ვერ ისწავლა `სდექ“.

სწორი პასუხი (გ)

54. ცნობილია :
საწვრთნელ გაკვეთილზე 8 ძაღლს ასწავლიან ორი ტიპის ბრძანებას – „სდექ“
და `დაჯექი“. ჯგუფში სამი ჯიშის ძაღლია: ნაგაზი, მწევარი და ტერიერი.
ჯგუფში ყველა ნაგაზი და ტერიერი ხვადია.
პირველი გაკვეთილის შედეგებიდან ცნობილია, რომ:
• ორმა ძაღლმა მაინც ისწავლა ბრძანება `დაჯექი“, მაგრამ ვერ ისწავლა
„სდექ“.
• ორმა ძაღლმა მაინც ისწავლა `სდექ“, მაგრამ ვერ ისწავლა `დაჯექი“.
• ერთმა ძაღლმა მაინც ისწავლა ორივე ბრძანება.
• ყველა ის ძაღლი, რომელმაც ისწავლა ბრძანება `სდექ“, ტერიერის
ჯიშისაა.

ჩამოთვლილთაგან რომელია შეუძლებელი?

(ა) ჯგუფში უფრო მეტი ძუ ძაღლია, ვიდრე ხვადი.
(ბ) ჯგუფში უფრო ნაკლები ტერიერია, ვიდრე ნაგაზი.
(გ) ჯგუფში უფრო მეტი ტერიერია, ვიდრე მწევარი.
(დ) უფრო მეტმა ძაღლმა ისწავლა `სდექ“, ვიდრე `დაჯექი“.
(ე) უფრო მეტმა ძაღლმა ისწავლა `დაჯექი“, ვიდრე `სდექ“.

სწორი პასუხი (ა)

55. ცნობილია :
საწვრთნელ გაკვეთილზე 8 ძაღლს ასწავლიან ორი ტიპის ბრძანებას – „სდექ“
და `დაჯექი“. ჯგუფში სამი ჯიშის ძაღლია: ნაგაზი, მწევარი და ტერიერი.
ჯგუფში ყველა ნაგაზი და ტერიერი ხვადია.
პირველი გაკვეთილის შედეგებიდან ცნობილია, რომ:
• ორმა ძაღლმა მაინც ისწავლა ბრძანება `დაჯექი“, მაგრამ ვერ ისწავლა
„სდექ“.
• ორმა ძაღლმა მაინც ისწავლა `სდექ“, მაგრამ ვერ ისწავლა `დაჯექი“.
• ერთმა ძაღლმა მაინც ისწავლა ორივე ბრძანება.
• ყველა ის ძაღლი, რომელმაც ისწავლა ბრძანება `სდექ“, ტერიერის
ჯიშისაა.

თუ თითოეულმა ძაღლმა ისწავლა ერთი ბრძანება მაინც და ამასთან ზუსტად
ორმა ძაღლმა ისწავლა `დაჯექი“, მაგრამ ვერ ისწავლა `სდექ“, მაშინ
ჩამოთვლილთაგან რომელი შეიძლება იყოს ჭეშმარიტი?

(ა) ჯგუფში ორი ძუ ძაღლია.
(ბ) ოთხმა ძაღლმა ისწავლა ორივე ბრძანება.
(გ) მხოლოდ ერთმა ხვადმა ისწავლა `დაჯექი“.
(დ) მხოლოდ ერთმა ძუ ძაღლმა ისწავლა `სდექ“.
(ე) ჯგუფში ორი ძაღლია მწევარი.

სწორი პასუხი (ბ)

56. ცნობილია :
საწვრთნელ გაკვეთილზე 8 ძაღლს ასწავლიან ორი ტიპის ბრძანებას – „სდექ“
და `დაჯექი“. ჯგუფში სამი ჯიშის ძაღლია: ნაგაზი, მწევარი და ტერიერი.
ჯგუფში ყველა ნაგაზი და ტერიერი ხვადია.
პირველი გაკვეთილის შედეგებიდან ცნობილია, რომ:
• ორმა ძაღლმა მაინც ისწავლა ბრძანება `დაჯექი“, მაგრამ ვერ ისწავლა
„სდექ“.
• ორმა ძაღლმა მაინც ისწავლა `სდექ“, მაგრამ ვერ ისწავლა `დაჯექი“.
• ერთმა ძაღლმა მაინც ისწავლა ორივე ბრძანება.
• ყველა ის ძაღლი, რომელმაც ისწავლა ბრძანება `სდექ“, ტერიერის
ჯიშისაა.

თუ მხოლოდ ოთხი ძაღლია ხვადი, მაშინ ჩამოთვლილთაგან რომელი
შეიძლება იყოს მცდარი?

(ა) ჯგუფში მხოლოდ ერთი ნაგაზია.
(ბ) ჯგუფში ოთხი ძაღლი მწევარია.
(გ) ჯგუფში სამი ძაღლი ტერიერია.
(დ) ჯგუფში სამმა ძაღლმა ისწავლა `სდექ“.
(ე) ჯგუფში ოთხმა ძაღლმა ისწავლა `დაჯექი“.

სწორი პასუხი (ე)
Find all posts by this user
Quote this message in a reply
11-26-2013, 05:54 PM (This post was last modified: 11-26-2013 06:31 PM by guru_m.)
Post: #37
RE: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ლოგიკა)
57. მოცემულია წინადადება :
• მხოლოდ ადამიანი როდი ხედავს სიზმრებს.

ჩამოთვლილთაგან, რომელია მოცემული წინადადების ტოლფასი?

(ა) თუ ცოცხალი არსება სიზმრებს ხედავ, მაშინ ის ადამიანია
(ბ) არ არსებობს ადამიანი, რომელიც სიზმრებს ვერ ხედავს
(გ) ყველა ცოცხალი არსება ხედავს სიზმრებს
(დ) ადამიანუს გარდა, ზოგი სხვა არსებაც ხედავს სიზმარს
(ე)მხოლოდ ადამიანს შეუძლია სიზმრის დამახსოვრება

სწორი პასუხი (დ)

58.მოცემულია :
• იპოდრომზე, მხოლოდ წაბლა და შავი ცხენებია
• არცერთი წაბლა ცხენებიდან, არ არის თვინიერი
• არცერთი შავი ცხენებიდან, არ არის ახალგაზრდა

ჩამოთვლილთაგან რომელი დასკვნა, გამომდინარეობს ამ დებულებებიდან?

(ა) წაბლა ცხენებიდან ზოგიერთი არის ახალგაზრდა.
(ბ) შავი ცხენებიდან ზოგიერთი არის თვინიერი.
(გ) თუ იპოდრომზე რომელიმე ცხენი არის შავი, მაშინ ის არ არის თვინიერი.
(დ) თუ იპოდრომზე რომელიმე ცხენი წაბლაა, მაშინ ის არ არის ბებერი.
(ე) თუ იპოდრომზე რომელიმე ცხენი თვინიერია, მაშინ ის არ არის ახალგაზრდა.

სწორი პასუხი (ე)

59. ცნობილია რომ :
• დეპრესიის გარკვეულ ფორმებს ეფექტურად მკურნალობენ,
ფსიქოთერაპიის საშუალებით,მაგრამ ზოგ პაციენტში დეპრესიის
მწვავე ფორმა გამოწვეულია ორგანიზმში ქიმიური ბალანსის
დარღვევით, რაც ფიზიოლოგიურ გავლენას ახდენს ტვინზე.
აქედან გამომდინარე, ასეთი პაციანტების მკურნალობის
ერთადერთ ეფექტურ საშუალებად იმ მედიკამენტებით
მკურნალობა უნდა მივიჩნიოთ, რომელიც ხელს უწყობს ქიმიური
ბალანსის აღდგენას.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია ის დაშვება, რომელსაც არსებითად
ეყრდნბობა გამოტანილი დასკვნა?

(ა) ფსიქოთერაპიულ მკურნალობას არ შეუძლია აღადგინოს ორგანიზმში დარღვეული ქიმიური
ბალანსი, რომელიც დეპრესიას იწვევს.
(ბ) მედიკამენტებით მკურნალობა, ყოველთვის უფრო სწრაფად იძლევა შედეგს ვიდრე
ფსიქოთერაპიით მკურნალობა
(გ) ფსიქიურ აშლილობათა უმეტესობა არ არის გამოწვეული ფიზიოლოგიური მიზეზით
(დ) ფსიქოთერაპია ყოველთვის ნაკლებ ეფექტურია, ვიდრე მედიკამენტებით მკურნალობა
(ე) ფსიქოთერაპიისა და მედიკამენტების ერთდროულად გამოყენება პაციენტის
ჯანმრთელობისთვის საშიშია

სწორი პასუხი (ა)
Find all posts by this user
Quote this message in a reply
11-26-2013, 07:17 PM (This post was last modified: 11-26-2013 07:18 PM by guru_m.)
Post: #38
RE: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ლოგიკა)
60. მოცემულია :
•ƒ ყველა, ვინც ვიოლინოზე უკრავს, თამაშობს ჭადრაკს.
•ƒƒ ყველა, ვინც ჭადრაკს თამაშობს, დასაქმებულია.
•ƒƒƒ დასაქმებულთაგან, მხოლოდ ისინი არიან წარმატებული, რომლებმაც არ იციან ჭადრაკის თამაში.

თუ ეს დებულებები ჭეშმარიტია, ჩამოთვლილთაგან რომელია აუცილებლად ჭეშმარიტი?

(ა) ზოგიერთი ვინც ჭადრაკს თამაშობს, წარმატებულა.
(ბ) ვინც ვიოლინოზე უკრავს არ არის წარმატებული.
(გ) ზოგიერთი ვინც ვიოლინოზე უკრავს, წარმატებულია.
(დ) მოჭადრაკეები, რომლებიც ვიოლინოზე არ უკრავენ, დასაქმებულები არ არიან.
(ე) ყველა დასაქმებული ადამიანი არის წარმატებული

სწორი პასუხი (ბ)
Find all posts by this user
Quote this message in a reply
12-06-2013, 05:32 PM (This post was last modified: 12-06-2013 05:55 PM by guru_m.)
Post: #39
RE: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ლოგიკა)
61. მოცემულია მსჯელობა:
•ƒ დამოიკიდებელმა მკვლევართა ჯგუფმა ერთმანეთს შეადარა ხუთი ყველაზე პოლულარული ავტმანქანა, ათმა პროფესიონალმა ავტომბრბოლელმა გამოსცადა ხუთივე ეს მოდელი სხვადასხვა პირობებში და თითოეულმა მათგანმა უპირატესობა, გამძლეობის მხრივ, A მოდელს მიანიჭა. აქედან გამომდინარე, A მოდელი საუკეთესოა იმათთვის, ვისაც გამძლე ავტომანქანის შეძენა სურს.

ჩამოთვლილთაგან, რომელი უფრო ააშკარავებს ამ მსჯელობის ნაკლოვანებას?

(ა) შესაძლოა მანქანა, რომელიც პროფესიონალ ავტომბრბოლელს გამძლე ჰგონია, ჩვეულებრივი მძღოლისთვის გამძლე არ იყოს.
(ბ) გამძლე ავტომობილი,ყოველვის არ არის საუკეთესო.
(გ) შესაძლოა ყველაზე გამძლე მოდელი არ მოხვდა პოპულარულ ავტომანქანათა ხუთეულში.
(დ) ავტომანქანა, რომელიც გამძლეა ქალაქის პირობებში, შესაძლოა სოფლის პირობებში გამძლე არ გამოდგეს.
(ე) ზოგი მომხმარებელი უპირატესობას ავტომანქანის სისწრაფეს ანიჭებს და არა გამძლეობას.

სწორი პასუხი (გ)

62. მოცემულია
• კვაზარები - ციური სხეულები, რომლებიც დედამიწიდან იმდენად შორს არის, რომ მათგან დედამიწამდე სინათლის მოღწევას 500 მილიონი წელი, მაინც სჭირდება, დედამიწიდან პირველად 1963 წელს შენიშნეს. ასეთი შორეული სხეული ასე მკვეთრად,რომ ჩანდეს დედამიწიდან, ის გამუდმებით უნდა იწვოდეს ისეთი სისწრაფით, რომ დაახლოებით 90 მილიარდ მზის სინათლეს გამოსცემდეს, მაგრამ ასეთი სისწრაფით წვის პირობებში, ვერაფერი იარსებებს 100 მილიონ წელიწადზე ხანგძლივად.

თუ ეს ყველაფერო სწორია, ჩამოთვლილთაგან რომელი უნდა იყოს ჭეშმარიტი?

(ა) აზარების სინათლემ დედამიწამდე მხოლოდ XX საუკუნეში მოაღწია.
(ბ) იმ მომენტისთვის, როცა დედამიწაზე კვაზარი დაინახეს, ეს კვაზარი აღარ არსებობდა.
(გ) დედამიწიდან რაიმე ისეთი სიკაშკაშით,რომ ჩანდეს, როგორც კვაზერები ჩანს, ის 60 მილიარდ მზეზე მეტ სიმათლეს უნდა გამოსცემდეს.
(დ) არაფერს, რაც კი ისე შორსაა დედამიწიდან, როგორც კვაზარი, არ შეუძლია 100 მილიონ წელიწადზე მეტ ხანს არსებობა.
(ე) XI საუკუნემდე არ არსებობდა იმდენად მგრძნობიარე ხელსაწყო, რომ კვაზარი დაგვენახა.

სწორი პასუხი (ბ)
Find all posts by this user
Quote this message in a reply
12-06-2013, 10:51 PM
Post: #40
RE: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ანალოგები)
63. მოცემულია :
• არსებობენ არასრულწლოვანი სტუდენტები.
• ყველა სტუდენტს აქვს მიღებული სრული საშუალო განათლება.
• სრული საშუალო განათლების მქონე ყველა ადამიანს გავლილი აქვს სამოქალაქო თავდაცვის კურსი.
• სამხედრო მოსამსახურე, მხოლოდ სრულწლოვანი შეიძლება იყოს.

თუ ეს დებულებები ჭეშმარიტია, მაშინ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია აუცილებლად მცდარი?

(ა) არც ერთ სამხედრო მოსამსახურეს, არ აქვს გავლილი სამოქალაქო თავდაცვის კურსი.
(ბ) ზოგიერთ სამხედრო მოსამსახურეს, გავლილი აქვს სამოქალაქო თავდაცვის კურსი.
(გ) ზოგიერთ სამხედრო მოსამსახურეს, არ აქვს გავლილი სამოქალაქო თავდაცვის კურსი.
(დ) სამოქალაქო თავდაცვის კურსი მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეებს აქვთ გავლილი.
(ე) ყველა სამხედრო მოსამსახურეს, გავლილი აქვს სამოქალაქო თავდაცვის კურსი.

სწორი პასუხი (დ)
Find all posts by this user
Quote this message in a reply
Post Reply 


Forum Jump:


User(s) browsing this thread: 2 Guest(s)