Post Reply 
 
Thread Rating:
  • 1 Votes - 1 Average
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ანალოგები)
11-25-2013, 09:30 PM (This post was last modified: 11-25-2013 10:07 PM by guru_m.)
Post: #36
RE: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ლოგიკა)
45. ცნობილია :
• ყველა, ვინც ეროვნულ გამოცდებს აბარებს, სწავლობს უცხო ენას;
• სანდრო არ სწავლობს მათემატიკას;
• თამთა აბარებს ეროვნულ გამოცდებს;
• ყველა, ვინც ეროვნულ გამოცდებს აბარებს ახალგაზრდაა.

რომელი დასკვნა გამომდინარეობს, ამ დებულებებიდან აუცილებლად?

(ა) სნადრო არ აბარებს ეროვნულ გამოცდებს;
(ბ) თამთა სწავლობს უცხო ენას;
(გ) სანდრო სწავლობს უცხო ენას;
(დ) თამთა ახალგაზრდა არ არის.

სწორი პასუხი (ბ)

46. მოცემულია :
• ყველა კოლექციონერი მეოცნებეა;
• გერმანული ენა, მხოლოდ საფოსტო მარკების კოლექციონერებმა იციან.

ქვემოთ ცამოთვლილთაგან რომელი დებულება გამომდინარეობს ამ დაშვებებიდან აუცილებლად?

(ა) ყველა მეოცნებე კოლექციონერია;
(ბ) მხოლოდ ზოგიერთი საფოსტო მარკების კოლექციონერიარის მეოცნებე;
(გ) ყველა, ვინც გერმანული ენა იცის მეოცნებეა;
(დ) მათგან, ვინც გერმანული ენა იცის, მხოლოდ ზოგიერთი არის კოლექციონერი.

სწორი პასუხი (დ)

47. მოცემულია წინადადება:
• ნებისმიერ ტყეში ერთი ხე მაინც მოიძებნება, რომელიც არ არის წაბლის.

ჩამოთვლილთაგან რომელია მოცემული წინადადების ტოლფასი?

(ა) ზოგიერთ ტყეში არის წაბლის ხეები.
(ბ) არსებობს ტყე, რომელშიც მხოლოდ წაბლის ხეებია.
(გ) არ არსებობს ტყე, რომელშიც ყველა ხე წაბლისაა.
(დ) ყველა ტყეში არის წიწვოვანი ხე.
(ე) არ არსებობს ტყე, რომელშიც ერთი წაბლის ხე მაინც არ არის.

სწორი პასუხი (გ)

48. მოცემულია შემდეგი წინადადება:
• ყოველი სიტყვა, რომელიც ხმოვნით იწყება და ასო თ-ს შეიცავს,
ასო ი-ზე ან ასო ა-ზე მთავრდება.

ქვემოთ ჩამოთვლილი სიტყვებიდან რომელი გამოდგება იმის დასასაბუთებლად, რომ მოცემული წინადადება მცდარია?

(ა) ათი
(ბ) თათი
(გ) თეძო
(დ) ურო
(ე) უთო

სწორი პასუხი (ე)

49. ცნობილია :
• გიორგის კომპიუტერში ხშირად ჩნდებოდა ვირუსები და სხვა უცხო პროგრამები,
რომლებიც კომპიუტერის მუშაობას ანელებდა. გიორგიმ სატელევიზიო
რეკლამიდან შეიტყო ფირმა „გამანადგურებლის“ შესახებ; რეკლამაში ნათქვამი
იყო, რომ ფირმას შეუძლია კომპიუტერების ეფექტური გაწმენდა არასასურველი
უცხო პროგრამებისაგან. გიორგიმ გამოიძახა ფირმის წარმომადგენელი,
რომელმაც მისი კომპიუტერი უცხო პროგრამებისგან გაწმინდა. მოგვიანებით
გიორგიმ აღმოაჩინა, რომ ადრინდელი უცხო პროგრამები მართლაც გაქრა,
მაგრამ მათ ნაცვლად კომპიუტერში რამდენიმე ახალმა უცხო პროგრამამ
დაისადგურა.
გიორგის მიაჩნია, რომ ფირმის წარმომადგენელმა განგებ დანერგა ახალი უცხო
პროგრამები იმ მიზნით, რომ გიორგი ფირმის ხანგრძლივი კლიენტი
გამხდარიყო.

ჩამოთვლილთაგან რომელი გააქარწყლებდა გიორგის ამ ეჭვს?

(ა) ფირმა „გამანადგურებელი“ უკვე ათი წელია, არსებობს და აქამდე არავის
გამოუთქვამს ეჭვი მის კეთილსინდისიერებაში.
(ბ) ფირმა „გამანადგურებლის“ კლიენტთა კომპიუტერების 97% ნორმალურად,
ხარვეზების გარეშე მუშაობს.
(გ) გაწმენდის შემდეგ აღმოჩენილი უცხო პროგრამები თანდათანობით
ანელებს გიორგის კომპიუტერის მუშაობას.
(დ) გაწმენდის შემდეგ აღმოჩენილი პროგრამები ფირმის მიერ შემუშავებული
დამცავი პროგრამებია, რომლებიც ახალი, არასასურველი პროგრამების
შემოღწევას აღკვეთს.
(ე) ფირმა „გამანადგურებელი“ იყენებს უცხო პროგრამების აღმოჩენისა

სწორი პასუხი (დ)

50. მოცემულია :
• I, II და III მსჯელობა:
I. ყველა, ვინც დილაობით დარბის, ჯანმრთელია. ლია არ არის
ჯანმრთელი. მაშასადამე, ლია დილაობით არ დარბის.
II. ყველა თუთიყუშს უყვარს ხილი. ჩემი მეგობრის ჩიტი არ არის
თუთიყუში. გამოდის, რომ ჩემი მეგობრის ჩიტს ხილი არ უყვარს.
III. თუ წვიმს, ასფალტი სველდება. ასფალტი სველია. ესე იგი წვიმს.

ამ მსჯელობებიდან რომელია მართებული?

(ა) მხოლოდ I
(ბ) მხოლოდ II
(გ) მხოლოდ I და II
(დ) მხოლოდ I და III
(ე) I, II და III

სწორი პასუხი (ა)

51. ცნობილია :
მომდევნო სემესტრისთვის სტუდენტმა უნდა აირჩიოს ჰუმანიტარული საგნებიდან
– ფილოსოფია, ანთროპოლოგია – ერთი მაინც, და საბუნებისმეტყველო
საგნებიდან – ფიზიკა, ბიოლოგია – ერთი მაინც. ამასთან:
• თუ აირჩევს ფილოსოფიას, მაშინ ასევე უნდა აირჩიოს ფიზიკაც და
ბიოლოგიაც.
• თუ აირჩევს ანთროპოლოგიას, მაშინ არ უნდა აირჩიოს ფიზიკა.

აქედან გამომდინარე, სტუდენტის მიერ არჩეულ საგნებს შორის

(ა) აუცილებლად უნდა იყოს ანთროპოლოგია.
(ბ) აუცილებლად უნდა იყოს ბიოლოგია.
(გ) არ უნდა იყოს ფიზიკა.
(დ) აუცილებლად უნდა იყოს ფილოსოფია და ფიზიკა.
(ე) აუცილებლად უნდა იყოს ფილოსოფია, ფიზიკა და ბიოლოგია.

სწორი პასუხი (ბ)

52. მოცემულია:
• სამეცნიერო კონფერენციაში მხოლოდ ფიზიკოსები და მათემატიკოსები
მონაწილეობენ.
• კონფერენციის მონაწილე ყველა ფიზიკოსი შვეიცარიიდან ან
იაპონიიდანაა.
• კონფერენციის მონაწილე ყველა მათემატიკოსი, რომელიც ევროპიდანაა,
საფრანგეთიდან ან გერმანიიდანაა.

ჩამოთვლილთაგან რომელი გამომდინარეობს ამ დებულებებიდან?

(ა) თუ კონფერენციის მონაწილე მათემატიკოსია, მაშინ ის
ევროპის რომელიმე ქვეყნიდანაა.
(ბ) კონფერენციაში მონაწილეობენ მათემატიკოსები აზიის
ქვეყნებიდან.
(გ) თუ კონფერენციის მონაწილე იაპონიიდანაა, მაშინ ის
ფიზიკოსია.
(დ) თუ კონფერენციის მონაწილე შვეიცარიიდანაა, მაშინ ის
ფიზიკოსია.
(ე) კონფერენციაში არ მონაწილეობენ მათემატიკოსები
ინდოეთიდან.

სწორი პასუხი (დ)

53. ცნობილია :
საწვრთნელ გაკვეთილზე 8 ძაღლს ასწავლიან ორი ტიპის ბრძანებას – „სდექ“
და `დაჯექი“. ჯგუფში სამი ჯიშის ძაღლია: ნაგაზი, მწევარი და ტერიერი.
ჯგუფში ყველა ნაგაზი და ტერიერი ხვადია.
პირველი გაკვეთილის შედეგებიდან ცნობილია, რომ:
• ორმა ძაღლმა მაინც ისწავლა ბრძანება `დაჯექი“, მაგრამ ვერ ისწავლა
„სდექ“.
• ორმა ძაღლმა მაინც ისწავლა `სდექ“, მაგრამ ვერ ისწავლა `დაჯექი“.
• ერთმა ძაღლმა მაინც ისწავლა ორივე ბრძანება.
• ყველა ის ძაღლი, რომელმაც ისწავლა ბრძანება `სდექ“, ტერიერის
ჯიშისაა.

თუ თითოეულმა ძაღლმა ისწავლა ერთი ბრძანება მაინც, მაშინ ჩამოთვლილთაგან
რომელი არ არის აუცილებლად ჭეშმარიტი?

(ა) ყველა მწევარმა ისწავლა `დაჯექი“.
(ბ) ყველა ნაგაზმა ისწავლა `დაჯექი“.
(გ) ყველა ტერიერმა ისწავლა `სდექ“.
(დ) ვერც ერთმა მწევარმა ვერ ისწავლა `სდექ“.
(ე) ვერც ერთმა ნაგაზმა ვერ ისწავლა `სდექ“.

სწორი პასუხი (გ)

54. ცნობილია :
საწვრთნელ გაკვეთილზე 8 ძაღლს ასწავლიან ორი ტიპის ბრძანებას – „სდექ“
და `დაჯექი“. ჯგუფში სამი ჯიშის ძაღლია: ნაგაზი, მწევარი და ტერიერი.
ჯგუფში ყველა ნაგაზი და ტერიერი ხვადია.
პირველი გაკვეთილის შედეგებიდან ცნობილია, რომ:
• ორმა ძაღლმა მაინც ისწავლა ბრძანება `დაჯექი“, მაგრამ ვერ ისწავლა
„სდექ“.
• ორმა ძაღლმა მაინც ისწავლა `სდექ“, მაგრამ ვერ ისწავლა `დაჯექი“.
• ერთმა ძაღლმა მაინც ისწავლა ორივე ბრძანება.
• ყველა ის ძაღლი, რომელმაც ისწავლა ბრძანება `სდექ“, ტერიერის
ჯიშისაა.

ჩამოთვლილთაგან რომელია შეუძლებელი?

(ა) ჯგუფში უფრო მეტი ძუ ძაღლია, ვიდრე ხვადი.
(ბ) ჯგუფში უფრო ნაკლები ტერიერია, ვიდრე ნაგაზი.
(გ) ჯგუფში უფრო მეტი ტერიერია, ვიდრე მწევარი.
(დ) უფრო მეტმა ძაღლმა ისწავლა `სდექ“, ვიდრე `დაჯექი“.
(ე) უფრო მეტმა ძაღლმა ისწავლა `დაჯექი“, ვიდრე `სდექ“.

სწორი პასუხი (ა)

55. ცნობილია :
საწვრთნელ გაკვეთილზე 8 ძაღლს ასწავლიან ორი ტიპის ბრძანებას – „სდექ“
და `დაჯექი“. ჯგუფში სამი ჯიშის ძაღლია: ნაგაზი, მწევარი და ტერიერი.
ჯგუფში ყველა ნაგაზი და ტერიერი ხვადია.
პირველი გაკვეთილის შედეგებიდან ცნობილია, რომ:
• ორმა ძაღლმა მაინც ისწავლა ბრძანება `დაჯექი“, მაგრამ ვერ ისწავლა
„სდექ“.
• ორმა ძაღლმა მაინც ისწავლა `სდექ“, მაგრამ ვერ ისწავლა `დაჯექი“.
• ერთმა ძაღლმა მაინც ისწავლა ორივე ბრძანება.
• ყველა ის ძაღლი, რომელმაც ისწავლა ბრძანება `სდექ“, ტერიერის
ჯიშისაა.

თუ თითოეულმა ძაღლმა ისწავლა ერთი ბრძანება მაინც და ამასთან ზუსტად
ორმა ძაღლმა ისწავლა `დაჯექი“, მაგრამ ვერ ისწავლა `სდექ“, მაშინ
ჩამოთვლილთაგან რომელი შეიძლება იყოს ჭეშმარიტი?

(ა) ჯგუფში ორი ძუ ძაღლია.
(ბ) ოთხმა ძაღლმა ისწავლა ორივე ბრძანება.
(გ) მხოლოდ ერთმა ხვადმა ისწავლა `დაჯექი“.
(დ) მხოლოდ ერთმა ძუ ძაღლმა ისწავლა `სდექ“.
(ე) ჯგუფში ორი ძაღლია მწევარი.

სწორი პასუხი (ბ)

56. ცნობილია :
საწვრთნელ გაკვეთილზე 8 ძაღლს ასწავლიან ორი ტიპის ბრძანებას – „სდექ“
და `დაჯექი“. ჯგუფში სამი ჯიშის ძაღლია: ნაგაზი, მწევარი და ტერიერი.
ჯგუფში ყველა ნაგაზი და ტერიერი ხვადია.
პირველი გაკვეთილის შედეგებიდან ცნობილია, რომ:
• ორმა ძაღლმა მაინც ისწავლა ბრძანება `დაჯექი“, მაგრამ ვერ ისწავლა
„სდექ“.
• ორმა ძაღლმა მაინც ისწავლა `სდექ“, მაგრამ ვერ ისწავლა `დაჯექი“.
• ერთმა ძაღლმა მაინც ისწავლა ორივე ბრძანება.
• ყველა ის ძაღლი, რომელმაც ისწავლა ბრძანება `სდექ“, ტერიერის
ჯიშისაა.

თუ მხოლოდ ოთხი ძაღლია ხვადი, მაშინ ჩამოთვლილთაგან რომელი
შეიძლება იყოს მცდარი?

(ა) ჯგუფში მხოლოდ ერთი ნაგაზია.
(ბ) ჯგუფში ოთხი ძაღლი მწევარია.
(გ) ჯგუფში სამი ძაღლი ტერიერია.
(დ) ჯგუფში სამმა ძაღლმა ისწავლა `სდექ“.
(ე) ჯგუფში ოთხმა ძაღლმა ისწავლა `დაჯექი“.

სწორი პასუხი (ე)
Find all posts by this user
Quote this message in a reply
Post Reply 


Messages In This Thread
RE: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ლოგიკა) - guru_m - 11-25-2013 09:30 PM

Forum Jump:


User(s) browsing this thread: 1 Guest(s)