Post Reply 
 
Thread Rating:
  • 1 Votes - 1 Average
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ანალოგები)
11-25-2013, 08:22 PM (This post was last modified: 11-25-2013 09:05 PM by guru_m.)
Post: #35
RE: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ლოგიკა)
37. ცნობილია :
• ტელეკომპანიის დაკვეთით ჩატარდა კვლევა იმის გამოსარკვევად, რომელი გადაცემის რეკლამა
ახსოვთ მაყურებლებს ყველაზე უკეთ. გამოიკვეთა ერთ-ერთი გადაცემის ორი რეკლამა, რომელიც
სხვადასხვა დროს გადიოდა ტელეეთერში. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ ეს ფაქტი იმით
ახსნა, რომ ეს გადაცემა პოპულარულია.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი აყენებს ეჭვქვეშ ამ ვარაუდს?

ა) ორივე რეკლამაში მონაწილეობდნენ ადამიანები, რომელთა სახელები და გარეგნობა ნაკლებად
ცნობილია მაყურებლებისათვის
ბ) ორივე რეკლამას ტელევიზიით დაახლოებით იმავე სიხშირით უჩვენებდნენ, როგორც სხვა
გადაცემების რეკლამებს.
გ) სხვა რეკლამებისაგან განსხვავებით, ორივე რეკლამაში პოპულარული მსახიობები
მონაწილეობდნენ
დ) სხვა რეკლამებისაგან განსხვავებით, ორივე ეს რეკლამა პოლიტიკურ თოქ-შოუს უწევდა
პოპულარიზაციას, რომელსაც ყოველთვის ბევრი მაყურებელი ჰყავს.

სწორი პასუხი (გ)

38. მოცემულია წანამძღვრები:
• ყველა კენგურუ ავსტრალიაში ბინადრობს
• ზოგიერთ კენგურუს მუქი ბეწვი აქვს
• კენგურუ არ არის მტაცებელი

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დებულება გამომდინარეობს მოცემული წანამძღვრებიდან:
I. ყველა კენგურუ, რომელსაც მუქი ბეწვი აქვს ბინადრობს ავსტრალიაში
II. ავსტრალიაში ბინადარ ზოგიერთ არამტაცებელ ცხოველს მუქი ბეწვი აქვს

(ა) მხოლოდ პირველი
(ბ) მხოლოდ მეორე
(გ) ორივე
(დ) არც ერთი

სწორი პასუხი (გ)

39. იკებანას სპეციალისტმა კომპოზიციისათვის უნდა აირჩიოს ყვავილებიდან - ჰორტენზია,
აზალია - ერთი მაინც, და გასაწყობად - წიწვი ან ბზა - ერთი მაინც. ამასთან:
• თუ აირჩევს ჰორტეზიას, მაშინ ასევე უნდა აირჩიოს წიწვიც და ბზაც
• თუ აირჩევს აზალიას, მაშინ არ უნდა აირჩიოს წიწვი.

არჩეულ მცენარეებს შორის

(ა) აუცილებლად უნდა იყოს აზალია
(ბ) აუცილებლად უნდა იყოს ჰორტენზია და წიწვი
(გ) აუცილებლად უნდა იყოს ბზა
(დ) არ უნდა იყოს წიწვი

სწორი პასუხი (გ)

40.სამი მეგობარი დათო, გია და სანდრო ერთად ემზადებოდნენ საკონტროლო წერისათვის. ერთი
ცდილობდა ამოცანები ამოეხსნა, მეორე მას ეხმარებოდა, ხოლო მესამე ამ დროს ტელეფონით
მესიჯებს აგზავნიდა. ამასთან:
• თუ დათო ამოცანებს ხსნიდა, მაშინ გია მესიჯებს აგზავნიდა
• თუ გია მესიჯებს აგზავნიდა, სანდრო არ ეხმარებოდა ამოცანების ამოხსნაში
• თუ სანდრო მესიჯებს არ აგზავნიდა მაშინ ამოცანებს ხსნიდა გია

ვინ ხსნიდა ამოცანებს?
ა) დათო
ბ) გია
გ) სანდრო
დ) მოცემული ინფორმაცია არაა საკმარისი ამის დასადგენად

სწორი პასუხი ბ)

41. მოცემულია:
• ყველა რაგბისტი ფიზიკურად ძალიან ძლიერია
• ყველა ფიზიკურად ძლიერი ადამიანი გულკეთილია
• მხოლოდ ის გულკეთილი ადამიანები არიან გულჩვილები, რომლებიც არ არიან ფიზიკურად
ძალიან ძლიერები

თუ ეს დებულებები ჭეშმარიტია, მაშინ რომელია აუცილებლად ჭეშმარიტი?

(ა) არც ერთი რაგბისტი არ არის გულჩვილი
(ბ) ყველა რაგბისტი გულჩვილია
(გ) ზოგიერთი ფიზიკურად ძალიან ძლიერი ადამიანი გულჩვილია
(დ) ვინც რაგბისტი არაა გულკეთილი არაა

სწორი პასუხი (ა)

42. ცნობილი :
• წყაროსთან ოთხი ბავშვი დგას მერაბი, კოტე, ნოდარი და ბაჩო. ისინი ერთი, ორი, სამი და
ოთხიწლისანი არიან (არა აუცილებლად ამ თანმიმდევრობით). მათი ასაკის შესახებ სამი
განსხვავებული ინფორმაცია გვაქვს:
1. კოტე 3 წლისაა, ბაჩო 2-ის
2. მერაბი 4 წლისაა, ბაჩო - 1-ის
3. ნოდარი 2 წლისაა, კოტე 1-ის

ვინ უნდა დალიოს წყალი პირველმა, თუ ცნობილია, რომ წყალი უმცროსისაა და მოცემული სამი
წინადადებების მხოლოდ ერთი ნაწილია ჭეშმარიტი?

(ა) ნოდარმა
(ბ) ბაჩომ
(გ) მერაბმა
(დ) კოტემ

სწორი პასუხი (დ)

43. ცნობილია :
• ადგილობრივ არჩევნებზე ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში ერთმანეთს მეტოქეობას უწევდა ორი - A და
B პარტია. A პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის მთავარი დებულება იყო საშუალო და უმაღლესი
სკოლის პედაგოგთათვის სოციალური პირობების გაუმჯობესება, ხოლო B პარტიისა -
კვალიფიციური მუშახელისათვის სამუშაო ადგილების შექმნა. გაიმარჯვა B პარტიამ.
ანალიტიკოსებმა ეს იმით ახსნეს, რომ A პარტიამ არასწორად შეარჩია წინასაარჩევნო პროგრამის
მთავარი დებულება.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი მატებს დამაჯერებლობას ანალიტიკოსთა მოსაზრებას?

(ა) არჩევნების დროს დაფიქსირდა მრავალი სერიოზული დარღვევა B პარტიის სასარგებლოდ
(ბ) არჩევნების დროს არ დაფიქსირებულა სერიოზული დარღვევები რომელიმე პარტიის
სასარგებლოდ
(გ) ამ საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მოქმედებს მრავალი საგანმანათლებლო დაწესებულება
(დ) ამ საარჩევნო ოლქში არჩევნებზე მოსვლა შეძლო მხოლოდ მეოთხედმა იმ ამომრჩევლებისა,
რომლებიც A პარტიას უჭერენ მხარს

სწორი პასუხი (ბ)

44. განმარტება:
• ერთი წინადადება არის მეორე წინადადების უარყოფა (საწინააღმდეგო
დებულება), თუკი ამ ორი წინადადებიდან ერთის ჭეშმარიტება ნიშნავს მეორის მცდარობას და
პირიქით - ერთის მცდარობა მეორის ჭეშმარიტებას.

მაიკო და შორენა კამათობენ მასწავლებლის მიერ მიცემული დავალებების სირთულეზე.
I. მასწავლებლის მიერ მიცემული ყველა დავალება რთულია.
II. მასწავლებლის მიერ მიცემული არც ერთი დავალება არ არის რთული
III. მასწავლებლის მიერ მიცემული ზოგიერთი დავალება არ არის რთული

მეორე და მესამე წინადადებებიდან რომელია პირველის უარყოფა?

(ა) ორივე
(ბ) მხოლოდ მეორე
(გ) მხოლოდ მესამე
(დ) არც ერთი

სწორი პასუხი (გ)
Find all posts by this user
Quote this message in a reply
Post Reply 


Messages In This Thread
RE: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ლოგიკა) - guru_m - 11-25-2013 08:22 PM

Forum Jump:


User(s) browsing this thread: 1 Guest(s)