ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ანალოგები)
|
11-20-2013, 06:44 PM
(This post was last modified: 11-20-2013 06:44 PM by guru_m.)
Post: #33
|
|||
|
|||
RE: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ლოგიკა)
32. ცნობილია :
• მყვინთავებმა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან აღმოაჩინეს გამოქვაბული, რომელშიც შესვლა მხოლოდ ზღვიდან, წყალქვეშა გვირაბით შეიძლება. გამოქვაბული წყლით არის სავსე და მასში ბევრი სტალაგმიტია. სტალაგმიტები მინერალების სვეტებია, რომელთა წარმოშობის მექანიზმი ასეთია: თუ გამოქვაბულის ფსკერზე ერთსა და იმავე ადგილზე დიდი ხნის განმავლობაში ეცემა წყლის წვეთები, ამ ადგილას ნელ-ნელა ილექება წყალში არსებული მინერალები და, საბოლოოდ, ასე დალექილი შრეები სვეტებს წარმოქმნის. გამოქვაბულში სტალაგმიტების არსებობის საფუძველზე მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ხმელთაშუა ზღვის დონე ოდესღაც ახლანდელზე უფრო დაბალი იყო. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ვითარება აყენებს ეჭვქვეშ ამ ვარაუდს? (ა) იმ პერიოდში, როდესაც გამოქვაბულში სტალაგმიტები ყალიბდებოდა, გამოქვაბულს ხმელთაშუა ზღვასთან რამდენიმე მიწისქვეშა გვირაბი აკავშირებდა (ბ) ხმელთაშუა ზღვის წყალში მინერალების კონცენტრაცია ახლა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იმ დროს, როცა გამოქვაბულში სტალაგმიტები ყალიბდებოდა (გ) გამოქვაბულის ხმელთაშუა ზღვასთან დამაკავშირებელი გვირაბი მხოლოდ მოგვიანებით გაჩნდა, მანამდე კი გამოქვაბული ზღვისგან იზოლირებული იყო (დ) გამოქვაბულში არსებული სტალაგმიტების მინერალური შემადგენლობა ხმელთაშუა ზღვის წყლის მინერალური შემადგენლობის მსგავსია სწორი პასუხი (გ) |
|||
« Next Oldest | Next Newest »
|
User(s) browsing this thread: 1 Guest(s)