Post Reply 
 
Thread Rating:
  • 1 Votes - 1 Average
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ანალოგები)
11-20-2013, 05:33 PM (This post was last modified: 11-20-2013 06:18 PM by guru_m.)
Post: #32
RE: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ლოგიკა)
24. ცნობილია :
• მუსიკის მოყვარულები ჯაზური მუსიკის კონკურსში გამარჯვებას B მუსიკოსს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ, მათ გასაკვირად, კონკურსში D მუსიკოსმა გაიმარჯვა. მუსიკის მოყვარულებმა ეს ფაქტი D-ს მიმართ ჟიურის წევრთა მიკერძოებული დამოკიდებულებით ახსნეს.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი აყენებს ეჭვქვეშ მუსიკის მოყვარულთა ამ ვარაუდს?

(ა) ჟიურის თავმჯდომარე ჯაზური მუსიკისადმი განსაკუთრებული სიმპათიით იყო გამსჭვალული
(ბ) B თავის საშემსრულებლო ტექნიკას უკეთ ავლენს სიმფონიური მუსიკის ნაწარმოებთა შესრულებისას
(გ) ჟიურის წევრთაგან ბევრი D-ს კოლეგა და მეგობარი იყო
(დ) B განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდა ამ კონკურსისათვის

სწორი პასუხი (ბ)

25. ცნობილია :
დელფინარიუმში ბევრი დელფინი ჰყავთ. ამასთან:
• ყველა დელფინი მხიარულია
• ყველა დელფინი წყალბურთელია

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დებულება გამომდინარეობს ამ მონაცემებიდან?

(ა) მხოლოდ წყალბურთელები არიან მხიარულები
(ბ) არსებობენ მხიარული წყალბურთელები
(გ) ყველა წყალბურთელი მხიარულია
(დ) ზოგიერთი წყალბურთელი არ არის მხიარული

სწორი პასუხი (ბ)

26. ცნობილია :
დიმიტრი, ნიკო და ლევანი მწერლები არიან. ერთი მათგანი რომანებს წერს, ერთი _
ნოველებს, ერთი კი _ სონეტებს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ:
• ნოველისტს ყველაზე ნაკლები რაოდენობის წიგნი აქვს გამოცემული, თანაც ის მხოლოდ ქართულ გამომცემლობებთან თანამშრომლობს
• ლევანის დახმარებით, ნიკოს წიგნები გამოსცეს როგორც ქართულმა,
ასევე, უცხოურმა გამომცემლობებმა
• ლევანს რომანისტზე მეტი რაოდენობის წიგნი აქვს გამოცემული

რომელი ჟანრის ნაწარმოებებს წერს ნიკო?

(ა) რომანებს
(ბ) მონაცემები საკმარისი არაა პასუხის გასაცემად
(გ) ნოველებს
(დ) სონეტებს

სწორი პასუხი (ა)

27. ცნობილია :
• ვიქტორინის მონაწილეებს მეცნიერების სამი სფეროდან უსვამდნენ შეკითხვებს. მომდევნო ტურში გასასვლელად მონაწილეს ამ სამი სფეროდან ერთში მაინც უნდა დაეგროვებინა 25 ან მეტი ქულა. მომდევნო ტურში გავიდა 5 მონაწილე.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ვითარებაა შეუძლებელი?

(ა) ხუთივე გამარჯვებულმა 25 ან მეტი ქულა დააგროვა ერთსა და იმავე სფეროში
(ბ) ყველა გამარჯვებულმა სხვადასხვა სფეროში დააგროვა გამსვლელი ქულა
(გ) სამმა გამარჯვებულმა გამსვლელი ქულა დააგროვა ერთსა და იმავე სფეროში, ორმა კი – სხვადასხვა სფეროში
(დ) ერთ-ერთმა გამარჯვებულმა 25 ან მეტი ქულა დააგროვა თითოეულ სფეროში

სწორი პასუხი (ბ)

28. მოცემულია:
• თუ მოლაღურს რაიმე სიამოვნებს, ის კარგად გალობს
• მოლაღურს ძალიან სიამოვნებს, როდესაც მინდვრის ყვავილებს ხედავს

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დებულება გამომდინარეობს ამ წანამძღვრებიდან?

(ა) თუ მოლაღური კარგად არ გალობს, ის მინდვრის ყვავილებს ვერ ხედავს
(ბ) თუ მოლაღური კარგად გალობს, მას რაღაც სიამოვნებს
(გ) თუ მოლაღური კარგად გალობს, ის მინდვრის ყვავილებს ხედავს
(დ) თუ მოლაღური მინდვრის ყვავილებს ვერ ხედავს, კარგად ვერ გალობს

სწორი პასუხი (ა)

29. მოცემულია:
• ყველა წიწვოვანი ხე მარადმწვანეა
• ამ ტყეში ყველა ხე წიწვოვანია

დავუშვათ, რომ ეს დებულებები ჭეშმარიტია. რომელი დასკვნა გამომდინარეობს მათგან?

(ა) ყველა მარადმწვანე ხე წიწვოვანია
(ბ) ამ ტყეში ყველა ხე მარადმწვანეა
(გ) ყველა მარადმწვანე ხე ამ ტყეში იზრდება
(დ) მხოლოდ წიწვოვანი ხეებია მარადმწვანე

სწორი პასუხი (ბ)

30. მოცემულია:
• მეცნიერები ოდესმე აუცილებლად აღმოაჩენენ ახალ გალაქტიკას

შემდეგი წინადადებებიდან რომელია მოცემულის ტოლფასი?

(ა) შეუძლებელია, მეცნიერებმა ოდესმე აღმოაჩინონ ახალი გალაქტიკა
(ბ) შეუძლებელია, მეცნიერებმა ვერასოდეს აღმოაჩინონ ახალი გალაქტიკა
(გ) შესაძლებელია, მეცნიერებმა ოდესმე აღმოაჩინონ ახალი გალაქტიკა
(დ) შესაძლებელია, მეცნიერებმა ვერასოდეს აღმოაჩინონ ახალი გალაქტიკა

სწორი პასუხი (ბ)

31. მოცემულია:
• თუ A-ს მონათხრობი მართალი არ არის, მაშინ საგზაო მოძრაობის წესი C-ს დაურღვევია
• თუ A ყველაფერს ზუსტად მოგვითხრობს, მაშინ B-ს ჩვენება არ შეესაბამება

(ა) საგზაო მოძრაობის წესი დაარღვია C-მ
(ბ) ზემოთ მოცემული პასუხებიდან არც ერთი არ არის სწორი
(გ) C-ს საგზაო მოძრაობის წესი არ დაურღვევია
(დ) აგზაო მოძრაობის წესი დაარღვია C-მ, თუკი B-ს ჩვენება შეესაბამება სინამდვილეს

სწორი პასუხი (დ)
Find all posts by this user
Quote this message in a reply
Post Reply 


Messages In This Thread
RE: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ლოგიკა) - guru_m - 11-20-2013 05:33 PM

Forum Jump:


User(s) browsing this thread: 3 Guest(s)