ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ანალოგები)
|
11-18-2013, 10:37 PM
(This post was last modified: 11-18-2013 10:51 PM by guru_m.)
Post: #30
|
|||
|
|||
RE: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ლოგიკა)
17. ვთქვათ სამართლიანია, რომ:
• თუ ბატონი გივი, თავისი ხელმძღვანელობისგან დასტურს მიიღებს, ძალაში შევა ახალი სამუშაო განრიგი. ახალი სამუშაო განრიგის მიხედვით ქალბატონ მანანას სამუშაო საათებია 8.30-დან 17.00-მდე • ქალბატონ მანანას სამუშაო დღე იწყება 8.00-ზე დასკვნა: ბატონ გივის არ მიუღია დასტური თავისი ხელმძღვანელისგან შეაფასეთ რამდენად სწორია დასკვნა. ამოირჩიეთ და შემოხაზეთ შესაბამისი პასუხი (ა) სავსებით სწორია (ბ) სწორია, მაგრამ ყოველთვის არა (გ) გაურკვეველია (დ) სრულიად მცდარია სწორი პასუხი (ა) 18. ვთქვათ ჭეშმარიტია შემდეგი დებულებები: • მარინე ან არქიტექტორია, ან მშენებელი ან დიზაინერი • მარინე არ არის არქიტექტორი • მარინეს სამშენებლო ფაკულტეტი არ დაუმთვრებია რომელი დასკვნა იქნება მართებული? (ა) მარინე შეიძლება იყოს მშენებელი (ბ) მარინე არის არქიტექტორი (გ) მარინე დიზაინერია (დ) მარინს სამხატვრო აკადემია არ დაუმთავრებია სწორი პასუხი (გ) 19. მოცემულია: • თუ პრეზიდენტი ხელს მოაწერს ამ კანონპროექტს, ის დაკარგავს ფერმერთა ნდობას • თუ პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს ამ კანონპროექტს, ის დაკარგავს ბიზნესმენთა მხარდაჭერას დავუშვათ, რომ ყველა ეს წანამძღვარი ჭეშმარიტია. მაშინ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დებულებაა აუცილებლად მცდარი? (ა) პრეზიდენტი არ დაკარგავს ფერმერთა ნდობას (ბ) პრეზიდენტი არ დაკარგავს არც ფერმერთა ნდობას და არც ბიზნესმენთა მხარდაჭერას (გ) პრეზიდენტი არ დაკარგავს ბიზნესმენთა მხარდაჭერას (დ) პრეზიდენტი არ დაკარგავს ან ფერმერთა ნდობას ან ბიზნესმენთა მხარდაჭერას სწორი პასუხი (ბ) |
|||
« Next Oldest | Next Newest »
|
User(s) browsing this thread: 1 Guest(s)