Post Reply 
 
Thread Rating:
  • 1 Votes - 1 Average
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ანალოგები)
11-18-2013, 06:41 PM (This post was last modified: 11-18-2013 07:18 PM by guru_m.)
Post: #28
RE: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ლოგიკა ))
12. მოცემულია:
• შოთიკო,მარი,გიორგი და სალომე მეგობრები არიან. ერთი იურისტია, მეორე - ეკონომისტი, მესამე - არქეოლოგი, მეოთხე კი - მენეჯერი. შოთიკომ, მარიმ და იურისტმა გასულ კვირას პიკნიკი მოაწყვეს, სადაც მათი ეკონომისტი მეგობარი მიიწვიეს, ხოლო გუშინ ეკონომისტმა და არქეოლოგმა გიორგი და მარი თეატრში დაპატიჟეს.

რა პროფესიისაა შოთიკო?

(ა) არქეოლოგი
(ბ) იურისტი
(გ) მენეჯერი
(დ) ეკონომისტი

სწორი პასუხი (ა)

13. მოცემულია:
• ვახტანგი,დიმიტრი,ლევანი და დავითი მეგობრები არიან. ცნობილია,რომ ორი მათგანი ყოველთვის იტყუება, ორი კი ყოველთვის სიმართლეს ამბობს. რომელია მათ შორის მატყუარა, თუ ცნობილია, მათი საუბარიგუშინდელი საფეხბურთო მატჩის შესახებ, რომელიც საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებს შორის გაიმართა:

ვახტანგი - გუშინ საქართველოს ფეხბურთის გუნდმა მოუგო ესპანეთის გუნდს
დიმიტრი - გუშინ ესპანეთის გუნდმა მოუგო საქართველოს, ანგარიშით 4:3
ლევანი - გუშინ საქართველოს გუნდმა წააგო ესპანეთის გუნდთან, ანგარიშით 5:2
დავითი - გუშინ საქართველოს გუნდმა მოუგო ესპანეთის გუნდს, ანგარიშით 4:3

(ა) ვახტანგი და დავითი
(ბ) დიმიტრი და ლევანი
(გ) ლევანი და ვახტანგი
(დ) დავითი და ლევანი

სწორი პასუხი (ბ)

14. მოცემულია:
• ნანა, ნინო, მაკა და ლიკა მეგობრები არიან. ერთ-ერთი ჟურნალისტია, მეორე - ექიმი, მესამე - მსახიობი, მეოთხე კი მათემატიკოსი.

ცნობილია, რომ ნანას და ლიკას ანგარიში არ ეხერხებათ, ნინო ჟურნალისტთან და ლიკასთან ერთად ხშირად ესწრება მაკას გამოსვლებს.

ვინ რა პროფესიის არის?

(ა) ნანა-ჟურნალისტი,ნინო-ექიმი,მაკა-მსახიობი,ლიკა-მათემატიკოსი
(ბ) ნანა-მსახიობი,ნინო-ექიმი,მაკა-ჟურნალისტი,ლიკა-მათემატიკოსი
(გ) ნანა-მსახიობი,ნინო-მათემატიკოსი,მაკა-ჟურნალისტი,ლიკა-ექიმი
(დ) ნანა-ჟურნალისტი,ნინო-მათემატიკოსი,მაკა-მსახიობი,ლიკა-ექიმი

სწორი პასუხი (დ)

15. მოცემულია:
• მასწავლებელმა მოსწავლეებს დაავალა:
• წაეკითხათ ლექსი
• ესწავლათ ეს ლექსი ზეპირად ან შეესრულებინათ წერითი დავალება

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან,რომელ შემთხვევაში არ შეასრულა მოსწავლემ დავალება?

(ა) მოსწავლემ ლექსი ისწავლა ზეპირად
(ბ) მოსწავლემ დაწერა წერითი დავალება
(გ) მოსწავლემ წაიკითხა ლექსი და შეასრულა წერითი დავალება
(დ) მოსწავლემ ლექსი წაიკითხა, ისწავლა ზეპირად და შეასრულა წერითი დავალება

სწორი პასუხი (ბ)
Find all posts by this user
Quote this message in a reply
Post Reply 


Messages In This Thread
RE: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ლოგიკა )) - guru_m - 11-18-2013 06:41 PM

Forum Jump:


User(s) browsing this thread: 1 Guest(s)