Georgian politics
|
04-03-2014, 03:38 AM
Post: #18
|
|||
|
|||
RE: Georgian politics
ღარიბაშვილის აზრით, ჩამორთმეული ქონების დაბრუნება ამ ეტაპზე განვითარების პერსპექტივის შეჩერებას გამოიწვევს
02 April, 2014 პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ჩამორთმეული ქონებების დაბრუნების საკითხი დახურული არ არის, თუმცა ამ ეტაპზე სახელმწიფოს მიერ აღნიშნული ვალდებულების აღება მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივის შეჩერებას განაპირობებს“. ამის შესახებ პრემიერმა სამეგრელოს მოსახლეობასთან შეხვედრისას შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ძალიან მძიმე საკითხია. ათასობით მსგავსი ფაქტი გვაქვს უკვე დარეგისტრირებული პროკურატურაში. პროკურატურა ახარისხებს ასეთ საკითხებს, მიმდინარეობს ამის კონვერტირება თანხაში. საუბარია რამდენიმე მილიარდზე, რისი დაბრუნების საშუალებაც სახელმწიფოს, მე გეუბნებით, რომ არ აქვს. ამ ვალდებულების აღებით ჩვენ ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარების პერსპექტივა უნდა მოვშალოთ. თუმცა ჩვენ ამ საკითზე აქტიურად ვმუშაობთ. გარწმუნებთ, რომ ეს საკითხი არ არის დახურული, ისევე, როგორც არ არის დახურული უამრავი ადამიანის საჩივრის წერილები, რომლებიც შემოსულია პროკურატურაში, რომლებიც წარსულში სასჯელს იხდიდნენ აბსოლუტურად გამოგონილი ბრალდების გამო და ამ ადამიანებს, ბუნებრივია, იგივე რეაბილიტაცია სჭირდებათ. თუმცა მინდა, ყველას შეგახსენოთ, რომ პირველივე, რაც ჩვენ შევძელით, ეს იყო ფართომასშტაბიანი ამნისტია. არ ვიცი, ეს რამდენად დამაკმაყოფილებელი პასუხია, მაგრამ ამ ეტაპზე ეს რეალობა გვაქვს. მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო მოქალაქეებს: 9 წლის განმავლობაში 300 000–მდე ადამიანი იქნა გასამართლებული. ეს დაახლოებით ყოველ მესამე ზრდასრულ მამაკაცს უდრის. 1000–ობით ადამიანი იქნა მორალურად განადგურებული, პატივაყრილი, შეურაცხყოფილი. უდანაშაულო ადამიანებს იტაცებდნენ სახლებიდან, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ რაღაც აბსურდული დანაშაულის აღიარების მიზნით. დღეს ეს ადამიანები გამოდიან და საუბრობენ ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიაზე, ჭკუას გვარიგებენ, როგორ უნდა მოვაწყოთ სახელმწიფო. ეს არის უსამართლობა, მეგობრებო. მინდა, ამ ადამიანებს შევახსენო, ყველაზე დიდ უმცირესობას, რომ ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, ყველა დანაშაულს გამოვიძიებთ და ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ პოლიტიკას განსაზღვრავდა, კანონის წინაშე იქნება ბოლომდე უმკაცრესად დასჯილი“,– განაცხადა პრემიერმა. წყარო: http://frontnews.ge |
|||
« Next Oldest | Next Newest »
|
Messages In This Thread |
Georgian politics - giagiwi - 10-22-2013, 01:08 PM
RE: Georgian politics - guru_m - 10-28-2013, 10:11 PM
RE: Georgian politics - guru_m - 10-28-2013, 11:26 PM
RE: Georgian politics - guru_m - 10-29-2013, 06:43 PM
RE: Georgian politics - guru_m - 10-29-2013, 08:15 PM
RE: Georgian politics - guru_m - 11-01-2013, 05:05 PM
RE: Georgian politics - guru_m - 12-07-2013, 10:56 PM
RE: Georgian politics - guru_m - 12-08-2013, 01:20 AM
RE: Georgian politics - guru_m - 01-16-2014, 12:20 AM
RE: Georgian politics - guru_m - 01-16-2014, 01:21 AM
RE: Georgian politics - guru_m - 01-17-2014, 02:15 AM
RE: Georgian politics - guru_m - 01-17-2014, 03:16 AM
RE: Georgian politics - guru_m - 01-18-2014, 05:27 PM
RE: Georgian politics - guru_m - 01-20-2014, 08:30 PM
RE: Georgian politics - guru_m - 01-22-2014, 09:21 PM
RE: Georgian politics - guru_m - 01-23-2014, 12:25 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-03-2014, 02:18 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-03-2014 03:38 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-05-2014, 12:06 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-05-2014, 02:49 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-05-2014, 05:18 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-17-2014, 02:27 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-17-2014, 03:39 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-17-2014, 05:15 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-18-2014, 05:07 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-18-2014, 06:08 AM
|
User(s) browsing this thread: 1 Guest(s)