Post Reply 
 
Thread Rating:
  • 0 Votes - 0 Average
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
Georgian politics
01-18-2014, 05:27 PM (This post was last modified: 01-18-2014 05:55 PM by guru_m.)
Post: #13
RE: Georgian politics
ირაკლი ნადირაძე: პრეზიდენტის ადმინისტრაცია კომუნალურ გადასახადებს არასოდეს იხდიდა

17 იანვარი, 2014. 15:06

„პრეზიდენტის ადმინისტრაცია კომუნალურ გადასახადებს არასოდეს იხდიდა და ეს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის პრეროგატივა იყო", - ამის შესახებ პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
„პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ ეხებოდა კომუნალური გადასახადების გადახდა, რადგან ამისთვის არსებობს სპეციალური სამსახური, რომელსაც ჰქვია სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახური. ბოლო წლების განმავლობაში, ანუ საპარლამენტო არჩევნებამდე ეს სტრქუტურა იყო ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში, ხოლო არჩევნების შემდეგ მთავრობის დაქვემდებარებაში გადავიდა. ამიტომ კომუნალურების გადახდა მათი ვალდებულება იყო და ეს მინისტრის მოადგილეს უნდა სცოდნოდა. ყველანაირ კომუნალურ გადასახადებს - ეს იქნება გაზი თუ შუქი, იხდის ის და თუ თავისი მთავრობის სსიპ-ს ადანაშაულებს, რომ არ იხდიდა გადასახადებს, ეს მეორე თემაა", - განმარტავს ირაკლი ნადირაძე.
ნადირაძე, აღმოჩენილი გაზის უკანონო მილის, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კავშირს გამორიცხავს და განმარტავს, რომ გაზს ის მთავრობის სსიპ-ი იპარავდა გაზს, რომლის ხელმძღვანელიც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დანიშნა.
„დაარსების დღიდან, არასოდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციას კომუნალურების გადახდა არ ეხებოდა. ეს სტრუქტურა დაქვემდებარებული იყო იმ ადამიანზე, ვინც ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა დანიშნა, რადგან სწორედ მის პერიოდში დაექვემდებარა ეს სტუქტურა მთავრობას. შესაბამისად, ადმინისტრაციის ინტერესში არანაირად არ შედიოდა უკანონო მილის გაყვანა, რადგან ერთი თეთრიც არ გადიოდა ადმინისტრაციის ბიუჯეტიდან კომუნალურებზე. ამდენად, ლოგიკას ვერ ვხვდები. ესაა აბსოლუტურად არაკომპეტენტური და არასერიოზული განცხადებაა. ჩაიხედონ ხოლმე კანონში და ნახონ ვინ იხდიდა გადასახადებს", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ავლაბრის ადმინისტრაცია შექმნის დღიდან, ბუნებრივი აირით უკანონოდ მარაგდებოდა.
„სავარაუდოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია თვეში დაახლოებით 5-6 000 ლარის ბუნებრივ აირს მოიხმარდა. შედგენილია ადმინისტრაციული აქტი, დალუქულია ობიექტი და მიმდინარეობს იქ დადგმული სიმძლავრეების დადგენა, რათა ზუსტად განისაზღვროს ჯარიმის ოდენობა. დაკისრებული ჯარიმა სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურმა უნდა გადაიხადოს", - განაცხადა ილია ელოშვილმა.

წყარო: http://www.reportiori.ge

2014 ფისკალური წლისათვის საქართველო აშშ-დან 62 მილიონ დოლარს მიიღებს
შაბათი, 18 იანვარი, 2014 - 12:59

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტი, რომელიც 12 სხვადასხვა კანონისგან შედგება, ითვალისწინებს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების გაწევას საიდანაც საქართველოზე 62 მილიონ დოლარზე მეტია გათვალისწინებული. აღნიშნული თანხა განკუთვნილია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის და ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის გზაზე ხელი შეუწყოს საქართველოს. თანხის გამოყოფის ერთ-ერთი მიზეზი ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში ამერიკის მთავრობის დახმარებაა.

ბიუჯეტი ითვალისწინებს, რომ სახელმწიფო მდინავი ანგარიშს წარუდგენს საბიუჯეტო კომიტეტს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით, ამერიკის მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ამასთანავე, ჯონ კერიმ უნდა მოამზადოს ანგარიში, რუსეთის ფედერაციის მიერ "აღმოსავლეთი პარტნიორობის" ქვეყნებზე ზეწოლის გარშემო.

წყარო: http://www.tabula.ge

В Украине объявлена всеобщая мобилизация
Пятница, 17 января 2014, 16:02

Более сотни общественных организаций объявляют полную мобилизацию на Майдане Независимости в Киеве и призывают украинцев не признавать "законы" Януковича.
Толчком для этого заявления стала ситуация в стране и принятие 16-го января антиобщественных законов, которые "вводят диктатуру".
"Только массовое и немедленное сопротивление народа может остановить преступников и защитить людей от массовых репрессий. Пора каждому стать на защиту своей свободы, своих семей, своей страны", - говорится в обращении.
Авторы обращения поддерживают решение о проведении народного вече в воскресенье 19 января. "С этого Вече мы начнем восстановление конституционного строя. Диктатуре будет положен конец. Эти дни - решающие."
"Где бы вы ни жили, езжайте в Киев, зовите с собой всех и оставайтесь.Киевляне! Поднимайте соседей, коллег и родных, и идите на Майдан", пишут авторы.
Жителей Киева просят помочь соотечественникам из других городов с ночевкой и едой. "Где бы вы ни работали - не выполняйте незаконные указания власти, не признавайте "законов" Януковича и присоединяйтесь к всеукраинского сопротивления диктатуре."
Под заявлением уже подписалось больше 100 общественных и гражданских организаций.
Как сообщалось, оппозиция созывает новое вече 19 января и готовится к забастовке.

წყარო: http://www.pravda.com.ua
Find all posts by this user
Quote this message in a reply
Post Reply 


Messages In This Thread
Georgian politics - giagiwi - 10-22-2013, 01:08 PM
RE: Georgian politics - guru_m - 10-28-2013, 10:11 PM
RE: Georgian politics - guru_m - 10-28-2013, 11:26 PM
RE: Georgian politics - guru_m - 10-29-2013, 06:43 PM
RE: Georgian politics - guru_m - 10-29-2013, 08:15 PM
RE: Georgian politics - guru_m - 11-01-2013, 05:05 PM
RE: Georgian politics - guru_m - 12-07-2013, 10:56 PM
RE: Georgian politics - guru_m - 12-08-2013, 01:20 AM
RE: Georgian politics - guru_m - 01-16-2014, 12:20 AM
RE: Georgian politics - guru_m - 01-16-2014, 01:21 AM
RE: Georgian politics - guru_m - 01-17-2014, 02:15 AM
RE: Georgian politics - guru_m - 01-17-2014, 03:16 AM
RE: Georgian politics - guru_m - 01-18-2014 05:27 PM
RE: Georgian politics - guru_m - 01-20-2014, 08:30 PM
RE: Georgian politics - guru_m - 01-22-2014, 09:21 PM
RE: Georgian politics - guru_m - 01-23-2014, 12:25 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-03-2014, 02:18 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-03-2014, 03:38 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-05-2014, 12:06 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-05-2014, 02:49 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-05-2014, 05:18 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-17-2014, 02:27 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-17-2014, 03:39 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-17-2014, 05:15 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-18-2014, 05:07 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-18-2014, 06:08 AM

Forum Jump:


User(s) browsing this thread: 1 Guest(s)