Post Reply 
 
Thread Rating:
  • 0 Votes - 0 Average
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
Georgian politics
10-22-2013, 01:08 PM
Post: #1
Georgian politics
This thread to discuss Georgian politics
Find all posts by this user
Quote this message in a reply
10-28-2013, 10:11 PM (This post was last modified: 10-28-2013 11:10 PM by guru_m.)
Post: #2
RE: Georgian politics
ბიძინა ივანიშვილი: „უარეს შემთხვევაშიც კი ვერ წარმომედგინა „ნაციონალური მოძრაობის“ 21%“

პრემიერ-მინისტრი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში 21%–იანი მხარდაჭერის მოპოვებით გაკვირვებულია. როგორც ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, იგი ამ შედეგს არ ელოდა და ეს ამომრჩევლების პასიურობასა და დაბალ პოლიტიკურ კულტურას უნდა უკავშირდებოდეს.



„მე ხშრად ვიმეორებდი ჩემს გამოსვლებში, რომ დაბალი პოლიტიკური კულტურა გვაქვს, რადგან 20 და 22 წელი ცოტაა საზოგადოებისთვის, რომ ეს კულტურა შეიძინოს და მერე აამაღლოს. 21%, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო, ჩემთვისაც ძალიან დიდი სიურპრიზი იყო, უარეს შემთხვევაშიც კი არ ველოდი ამას და ესეც კარგად გამოჩნდა, რომ ჩვენ გვაკლია პოლიტიკური კულტურა. ამას ჩემი გადმოსახედიდან ვამბობ. ბოლო პრესკონფერენციებზე, რომელიც მე გავმართე, ვერც ერთი შეცდომა და შეუსრულებელი დაპირება ვერ დამისახელეს. ჩვენ ვართ აბსოლუტურად წარმატებული ხელისუფლება. იმ ძალადობიდან და განუკითხაობიდან, რაც იყო, მივიღეთ ევროპული ტიპის ხელისუფლება, მაგრამ მოხდა ის, რასაც მე განვიცდიდი და ვგრძნობდი. არ მოვიდნენ არჩევნებზე ჩვენი ამომრჩევლები. ბევრი იმედგაცრუებული მეც შემხვდა და უკვირთ, როგორ მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 21 პროცენტი. 1 წლის წინ რაც ხდებოდა, ხალხმა ესე მარტივად დაივიწყა, ან ვერ, ან არ გაიგო, ან რაღაც თამაშებში ჩაერთო და პირადი ინტერესებიც ნახა“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

წყარო: http://frontnews.ge

პრესსპიკერმა და პრემიერმა მარგველაშვილს პირველი საჯარო შენიშვნა მისცეს
16:16 2013-10-28
მარგველაშვილმა მოიბოდიშა და განაცხადა, რომ რუსულად პასუხის გაცემა რუსულად დასმულ შეკითხვაზე, უბრალოდ ,,ჩვევაა“

რადიო "თავისუფლების“ ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელიც ჟურნალისტმა რუსულ ენაზე დასვა, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა პასუხის გაცემა რუსულ ენაზე დაიწყო, რაზეც პრემიერის პრესსპიკერმა შენიშვნა მისცა, რომ ქართულად უნდა ეპასუხა.

შენიშვნა მარგველაშვილს საქართველოს პრემიერმინისტრმაც მისცა. მარგველაშვილმა მოიბოდიშა და განაცხადა, რომ ეს უბრალოდ ,,ჩვევაა“. შემდეგ შეკითხვაზე გიორგი მარგველაშვილმა ისევ რუსულად დაიწყო პასუხის გაცემა, თუმცა მალევე შეწყვიტა და საუბარი ქართულ ენაზე გააგრძელა.

წყარო: http://www.newposts.ge

კჟიშტოფ ლისეკი: მერაბიშვილი ოპტიმისტურად არის განწყობილი
ორშაბათი, 28 ოქტომბერი, 2013 - 17:28

ევროპარლამენტარმა კჟიშტოფ ლისეკმა სამ კოლეგასთან ერთად, ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა. როგორც ლისეკმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი თავს კარგად გრძნობს და ოპტიმისტურად არის განწყობილი.

"თუმცა, ის ვარაუდობს, რომ საპატიმროში დარჩენა მომდევნო ოქტომბრამდე მოუწევს" - თქვა ლისეკმა და იმედი გამოთქვა, რომ ვანო მერაბიშვილის საქმის გამოძიება გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩაივლის. ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ ყოფილ პრემიერს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზეც ესაუბრა.

"ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ის კარგად არის და ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი იმის მიუხედავად, რომ მერაბიშვილის აზრით, ციხეში დარჩენა მომდევნო წლის ოქტომბრამდე მოუწევს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამოძიების პროცესი გამჭვირვალე იქნება და სასამართლო ევროპული სტანდარტებით იხელმღვანელებს. მერაბიშვილმა თქვა, რომ მისთვის ქართული ოცნების კანდიდატის გამარჯვება მოსალოდნელი იყო. ის ძალიან მოხარულია, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 20 პროცენტი მიიღო" - აღნიშნა ლისეკმა.

წყარო:http://www.tabula.ge

„ავლაბრის რეზიდენცია შესაძლოა, ისეთ სფეროს გადაეცეს, რომელიც უფრო მეტად იქნება სახალხო“

ევროპარლამენტარმა კჟიშტოფ ლისეკმა სამ კოლეგასთან ერთად, ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა. როგორც ლისეკმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი თავს კარგად გრძნობს და ოპტიმისტურად არის განწყობილი.

"თუმცა, ის ვარაუდობს, რომ საპატიმროში დარჩენა მომდევნო ოქტომბრამდე მოუწევს" - თქვა ლისეკმა და იმედი გამოთქვა, რომ ვანო მერაბიშვილის საქმის გამოძიება გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩაივლის. ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ ყოფილ პრემიერს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზეც ესაუბრა.

"ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ის კარგად არის და ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი იმის მიუხედავად, რომ მერაბიშვილის აზრით, ციხეში დარჩენა მომდევნო წლის ოქტომბრამდე მოუწევს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამოძიების პროცესი გამჭვირვალე იქნება და სასამართლო ევროპული სტანდარტებით იხელმღვანელებს. მერაბიშვილმა თქვა, რომ მისთვის ქართული ოცნების კანდიდატის გამარჯვება მოსალოდნელი იყო. ის ძალიან მოხარულია, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 20 პროცენტი მიიღო" - აღნიშნა ლისეკმა.

წყარო: http://www.tabula.ge

"საქართპელო - Россия“ - წარწერა თინა კანდელაკის მაისურზე

"საქართპელო Россия“ - ასეთი წარწერა აქვს მეჩირაღდნე თინა კანდელაკის მაისურს. სწორედ ეს მაისური ამშვენებს ჟურნალისტს ფოტოზე, რომელიც მან სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაკეთებულ პოსტს დაურთო.

"საქართველოში გარკვეული ძალების მიზანი ბოიკოტი გამოუცხადოს სოჭის ოლიმპიურ თამაშებს - ეს უპირველეს ყოვლისა ქართველი სპორტსმენებისთვისაა დარტყმა, რომლებიც ამ მოვლენისთვის წლებია ემზადებოდნენ. საქართველოს ნაკრები ზამთრის სახეობებში მართალია არაა რაოდენობრივად დიდი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტიკოსების მიერ გამოგონილი მოტივების გამო, ისინი და მთელი ქვეყანა ზეიმს უნდა მოაკლო, მით უმეტეს, რომ ქართველ სპორტსმენებს რუსეთში მართლაც ელოდებიან. სპორტი პოლიტიკის გარეთ უნდა იყოს. რაც მთავარია, დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი და საქართველო მეგობრულად იცხოვრებენ,"- წერს თინა კანდელაკი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

წყარო: http://news.ge

მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები ნაკლებად სავარაუდოა და შეიცვლება მხოლოდ ერთი მინისტრი – ის, რომელიც პრემიერის პოსტს დაიკავებს

28 October, 2013

მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები ნაკლებად სავარაუდოა და შეიცვლება მხოლოდ ერთი მინისტრი – ის, რომელიც პრემიერის პოსტს დაიკავებს.

ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირინე იმერლიშვილმა საგენტო „პირWელის“ პრეს-კლუბში განაცხადა.

„არ ვვარაუდობთ ცვლილებებს მინისტრთა კაბინეტში. ერთი მინისტრი დანამდვილებით იქნება შესაცვლელი, იმიტომ, რომ როგორც ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, მომავალი პრემიერი არის მინისტრთა მოქმედი კაბინეტის წევრი“ - აღნიშნა იმერლიშვილმა.

იმერლიშვილმა ახალი მთავრობის დამტკიცების წესიც განმარტა და აღნიშნა, რომ მინისტრთა კაბინეტს პარლამენტი 20-დან 25 ნოემბრამდე დაამტკიცებს.

„უმრავლესობამ უნდა წარუდგინოს უკვე ახალ პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა და შემდეგ პრემიერ-მინისტრს პარლამენტში შემოჰყავს თავისი გუნდი - მინისტრთა კაბინეტი“ - დასძინა მან.

წყარო: http://frontnews.ge

"მომავალ არჩევნებზე შევხვდებით"

18:07 28.10.2013

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა.



"ჩვენ გავედით მეორე ადგილზე და ეს ადგილი მყარ საფუძველს ხდის შემდგომ ძალებისთვის და შემდგომში ჩვენი გამარჯვებებისთვის. რამდენიმე თვის წინ ყველა პროგნოზირებდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გაქრებოდა და გაუჩინარდებოდა. 25 000 ჩვენი აქტივისტი მუდმივად მთელი ამ წლების განმავლობაში იმყოფებდოდა დაკითხვაზე, ჩვენი ყოფილი მინისტრები სრულიად უსამართლოდ იმყოფებიან საპატიმროებში და გაუგონარი, უსამართლობით ხდება მათი საქმეების განხილვა, ბევრ სხვასაც ემუქრება პატიმრობა. მიუხედავად ამისა, მიუხედავად იმ დიდი პროპაგანდისა, იმ ათასგვარი სიბინძურისა, რომელიც ჩვენზე გადმოისხა, ქართული საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანმა ნაწილმა იმის ფონზე, რომ ძალიან ბევრი არ მოვიდა არჩევნებზე, იმიტომ, რომ ჩათვალა, შეიძლება ამას აზრი არ ჰქონდა ან საპროტესტო განწყობა ჰქონდა, ამ პირობებში, ეს შედეგი, რომელიც დაფიქსირდა, არის ძალიან კარგი, საწყისი პოზიცია, ნებისმიერი მზარდი პარტიისთვის, ნებისმიერი მომავალზე ორინტიერებული პოლიტიკური ძალისთვის. პირველ რიგში, მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენ საპრეზიდენტო კანდიდატს და ჩვენი პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, რომელიც დაუღალავად მთელი ეს თვეები დადიოდა და ხალხს ხვდებოდა, უხსნიდა ყველაფერს, რაც იყო ჩვენი პლატფორმა, მაგრამ ამავე დროს მინდა, ვთქვა და გავიმეორებ გიგა ბოკერიას სიტყვებს, რომელიც მან გუშინ წარმოთქვა, რომ შევხვდებით მომავალ არჩევნებზე. ჩვენ ყველა შემდგომ არჩევნებზე, გვაქვს შანსი იმიტომ, რომ გუშინდელ არჩევნებზე ამას ჩაეყარა ძალიან დიდი საფუძველი. ეს არის პირველ რიგში, ჩვენი აქტივისტების დამსახურება, რიგითი წევრების "ნაციონალური მოძრაობის" მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ მათგანს. მე დღეს მოვისმინე განცხადებები, რომლითაც ხდება თავდასხმა ამ ხალხზე, მე არ მგონია კარგი იყოს, რომ გამარჯვებული ძალის წარმომადგენელი მეორე დღეს უნდა იყენებდეს ვიღაცის გასალანძღად ან ვიღაცისთვის ნიშნის მოსაგებად ან მითუმეტეს დასამცირებლად. ჩვენ ყველას იმედი გვქონდა, რომ გამარჯვებული ძალა ამას გამოიყენებდა სულგრძელობისთვის, ხელისგაწვდომისთვის თანამშრომლობისთვის რისთვისაც თქვენ ყველამ გუშინ, გამოხატეთ სრული მზადყოფნა. საქართველოს წინ ელის საკმაოდ რთული პერიოდი, გაურკვევლობის და პრობლემების სამწუხაროდ, ეს ასეა და ყველამ კარგად ვიცით. დღეს, როგორც არასდროს, საჭირო იქნა მოთხოვნა, დემოკრატიულ, ეფექტურ ოპოზიციაზე. ქმედითუნარიან, უშიშარ და პარლამენტაგარეშე სოგადოებრივ პოლიტიკურ ძალაზე, მყარი იდეოლოგიით, მყარი ბირთვით, კარგად შემდგარი პროგრამით და ძალიან დიდი მხარდაჭერით. მათ შორის ახალგაზრდებში, ყველაფერ ისეთზე იქნება მოთხოვნა, როგორიცაა ჩვენი პარტია", - განაცხადა სააკაშვილმა.

წყარო: http://pirweli.com.ge
Find all posts by this user
Quote this message in a reply
10-28-2013, 11:26 PM (This post was last modified: 10-29-2013 12:02 AM by guru_m.)
Post: #3
RE: Georgian politics
ბიძინა ივანიშვილი პარტიიდან და პოლიტიკიდან 24 ნოემბერს მიდის
16:48 28.10.2013

როგორც პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს სასტუმრო "რედისონში" ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, 24 ნოემბერს მას კრება აქვს დანიშნული, რომელზეც ის გადადგება.

"24 ნოემბერს კრება მაქვს დანიშნული, სადაც მე გადავდგები, რომელზეც მე პარტიიდან და პოლიტიკიდან წავალ. მანამდე მე პოლიტიკაში ვრჩები და ზუსტად ამ დროში ვაპირებ ჩემი კანდიდატის შეთანხმებას. მის შემდგომ არა. ეს კარგად დააფიქსირეთ", - განაცხადა ივანიშვილმა.

წყარო: http://pirweli.com.ge

„რეალურად, გვეყოლება პრეზიდენტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ჯიბის სათამაშოა და ასეთივე პრემიერი“
8 October, 2013

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი “საზოგადოების მიერ სწორი ანალიზის გაკეთებაში დახმარების მიზნით“ სამოქალაქო სექტორში გადასვლის შესახებ პრემიერის განცხადებას „საპნის ბუშტად“ აფასებს.

ასე გამოეხმაურა ბარნოვი “Frontnews”–თან საუბრისას პრემიერის იმ განცხადებას, რომლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებაში იმისთვის მიდის, რომ საზოგადოებამ შესატყვისი მთავრობის არჩევა შეძლოს და სწორი ანალიზი გააკეთოს.

„ეს განცხადება ნამდვილი საპნის ბუშტია. რეალურად, გვეყოლება პრეზიდენტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ჯიბის სათამაშოა და ასეთივე პრემიერი. ქვეყანას არ ეყოლება მმართველი, იქნება ქაოსი და განუკითხაობა, პასუხისმგებლობის ამღები კი არავინ იქნება. ესაა ჩემი სამწუხარო პროგნოზი“, – განაცხადა ბარნოვმა.

ცნობისთვის, პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „მთავარია, სწორი ანალიზი გააკეთოს საზოგადოებამ და მთავრობის არჩევის მერე კონტროლი არ შეწყვიტოს“.

„20–წლიანი ციკლი და ის, რასაც მე ველოდები 20 წლის განმავლობაში, მრავალჯერ აღმიწერია და დღესაც კარგად ვაჩვენე, რომ სადაც მივდივარ, იქ პრობლემები არის. ვერც კი წარმომედგინა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამხელა პროცენტს მიიღებდა. ამ ფონზე ჩანს, რომ პრობლემები არსებობს და ეს აჩვენებს იმას, რომ პოლიტიკური სიმწიფე არ არსებობს. მე მივდივარ იქ და ვფიქრობ, ამ პროცესებს დავაჩქარებ. მე სასწაულს კი არ მოვახდენ, შეიძლება, ოდნავ დავაჩქარო, შეიძლება, არც კი. არ მინდა, იფიქროთ, რომ საკუთარ თავზე რაღაც ზედმეტი წარმოდგენები მაქვს. რაც შეეხება გუნდს, რომელსაც მე ვტოვებ, აბსოლუტურად ვენდობი და ჩემი აზრით, უახლოეს საპარლამენტო არჩევნებამდე ეს გუნდი შენარჩუნდება. იმისთვის მივდივარ საზოგადოებაში, რომ საზოგადოებამ შესატყვისი მთავრობის არჩევა შეძლოს და სწორი ანალიზი გააკეთოს. ამიტომ მივდივარ იქ, რათა საზოგადოებას დავეხმარო და ისეთი მთავრობა ავირჩიოთ, რომელიც მოგვაწყობს. მინდა, ის ზედმეტი ნდობა, რაც მაქვს, საზოგადოებას მოვახმარო და არა მთავრობაში დავტოვო. თუ ეს ვერ შევძელი, ე.ი., ვერ მოვახერხე ფუნქციის შერჩევა. მთავარია, სწორი ანალიზი გააკეთოს საზოგადოებამ და მთავრობის არჩევის მერე კონტროლი არ შეწყვიტოს“, – განმარტა პრემიერმა დღეს „რედისონში“ მედიის წარმომადგენლებთან იმ კითხვის საპასუხოდ,“როგორ წარმოუდგენია მას თავისი მოღვაწეობის 20–წლიანი ციკლი, თუ ხუთ წელიწადში მთავრობა შეიცვლება და ახალი გუნდი მოვა?”.

წყარო: http://frontnews.ge
Find all posts by this user
Quote this message in a reply
10-29-2013, 06:43 PM
Post: #4
RE: Georgian politics
სომხური პრესა - საქართველოში ტაქსისტების პარტიამ გაიმარჯვა
29 ოქტომბერი 13:17

ჟურნალისტი არამ ართარა აბრაჰამაიანი საქართველოს მოქმედ, ახალ პრეზიდენტებზე და პრემიერზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს:

"რა ვერ გააკეთა სააკაშვილმა?-ხალხს ნებისმიერი ხელისუფლება არ უყვარს-მოსვლისთანავე სააკაშვილმა ბევრი დატოვა უკმაყოფილო. არაშორსმჭვრეტელური პოლიტიკა გაატარა რუსეთთან და სომხეთთან მიმართებაში.

სააკაშვილი ”ქართული ოცნების” კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ჩაანაცვლა. ამომრჩევლის თვალში მისი მთავარი ღირსება ის იყო, რომ მას პრემიერი ბიძინა ივანიშვილი უჭერს მხარს.

ფაქტობრივად მარგველაშვილი ფართო აუდიტორიის წინაშე პირველად 2013 წლის აგვისტოში გამოჩნდა. წინასწარი მონაცემებით, მან ხმების 63,17% მიიღო; 21,34% აიღო ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა დავით ბაქრაძემ და 9,65% საქართველოს პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ.

ეს არჩევნები კი, ბოლო პერიოდში საქართველოში ჩატარებულ ყველაზე დემოკრატიულ არჩევნებად შეაფასეს. სენსაციად იქცა არჩევნებამდე პრემიერის განცხადება, რომ მარგველაშვილი მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებდა, რასაც პრეზიდენტობის კანდიდატი დაეთანხმა და სულელურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.”

სტატის ავტორს არჩევნებთან დაკავშირებით ერთი რუსეთში მცხოვრები ქართველის შეფასებაც მოჰყვას, რომელიც აღნიშნავს:

”დღეს საქართველოში ტაქსისტების პარტიამ გაიმარჯვა. იმ პარტიამ, რომელსაც მხოლოდ მოპარვა შეუძლია. მე ძალიან ვწუხვარ მაგრამ ეს ასეა. ყველა ხელისუფლებას აქვს ნაკლი, თუმცა მნიშვნელოვანია საერთო ვექტორი-დღეს საქართველომ ”საერთო ვექტორი” ნათლად აჩვენა, ეს არის-კორუფცია, ქურდობა და მექრთამეობა.”

წყარო: http://news.ge/
Find all posts by this user
Quote this message in a reply
10-29-2013, 08:15 PM
Post: #5
RE: Georgian politics
BBC: ათი რამ, რის გამოც ქართველები სააკაშვილს დაიმახსოვრებენ

საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, BBC-ის რუსეთის ბიურო, ვრცელ სტატიას უძღვნის. სტატიაში საუბარი პრეზიდენტის მიერ საქართველოში გატარებულ რეფორმებს ეხება და ჟურნალისტი ათ მიზეზს წერს, რის გამოც საქართველოს მოსახლეობა მიხეილ სააკაშვილს დაიმახსოვრებს.

გთავაზობთ სტატიის ქართულ ვერსიას:

1. ვარდების რევოლუცია და ჩაი

2003 წლის ნოემბერში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თბილისში გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა თავისი წინამორბედის, ედუარდ შევარდნაძის ტრიბუნიდან მოსახლეობას და მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.

დაცვამ დაბნეული პრეზიდენტი პარლამენტის დარბაზიდან ნაჩქარევად გაიყვანა, სააკაშვილმა კი შევარდნაძის მიერ დატოვებული ჭიქა აიღო და მისი ჩაი დალია. სწორედ ეს ჩაი გახდა საქართველოში, ვარდების რევოლუციისა და ხელისუფლების გადაბარების ერთგვარი სიმბოლო.

2. „არქიტექტურული რევოლუცია“

ვარდების რევოლუციის შემდეგ, სააკაშვილი და მისი მთავრობა ახალი რეფორმების გატარებას შეუდგა. საქართველოს პრეზიდენტმა ყველაზე ამბიციური პროექტების განხორციელება გადაწყვიტა და ახალი შენობების ძალიან სწრაფად აშენება მოისურვა.

სააკაშვილს მხოლოდ „ლენტის გაჭრა“ არ უყვარდა, თუმცა ადგილობრივ პრესაში ძალიან ბევრი სტატია პრეზიდენტის მიერ გახსნილ, მაგრამ დაუმთავრებელ შენობებს ეხებოდა.

მიხეილ სააკაშვილი ძალიან ბევრი არქიტექტურული სიახლის ინიციატორია. თბილისს, ბათუმსა და საქართველოს დანარჩენ ქალაქებს მისი „რევოლუციური“ სტილი უკვე ეტყობა, თუმცა აღნიშნული ობიექტები ქვეყნის მოსახლეობის კრიტიკას იმსახურებს. განსაკუთრებით დიდ უკმაყოფილებას ძველ თბილისში მდებარე ე.წ. „მშვიდობის ხიდი“ იწვევს.

3. ფასადური დემოკრატია

პარლამენტის ახლადაშენებული შენობა მიხეილ სააკაშვილის მთავრობისთვის ერთ-ერთი საამაყოა. ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აღნიშნული შენობა ქვეყნის გამჭვირვალობის სიმბოლო უნდა ყოფილიყო.

მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ მიუხედავად პარლამენტისა და პოლიციის ახალი, გამჭვირვალე შენობებისა, საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი მაღალი არ ყოფილა და ქვეყანაში ძალიან ბევრი დაუმთავრებელი მშენებლობაა.

4. ქართული ტურიზმი

მიხეილ სააკაშვილი საქართველში ტურისტული პოტენციალის შესახებ ყოველთვის საუბრობდა და ამით მოხიბლულიც იყო. ქვეყნის პრეზიდენტი ტელევიზორში სვანეთში სათხილამურო და შავი ზღვის სანაპიროზე საცურაო კოსტიუმებითაც გამოჩენილა. თუმცა, პრეზიდენტის ასეთი ქცევები, საქართველოს ტრადიციული მოსახლეობისათვის მოსაწონი ნამდვილად არ ყოფილა.

5. სააკაშვილი - მეღვინე

მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში არა მარტო ტურიზმის, არამედ მეღვინეობის განვითარებაც გადაწვიტა. წელს, მოსავალის აღებაში მას უკრაინის ექსპრეზიდენტი, ვიქტორ იუშენკო და მისი ნათლული, სააკაშვილის უმცროსი შვილი, ნიკოლოზი დაეხმარნენ. რთველის შემდეგ იუშენკომ საქართველოს პრეზიდენტისგან საჩუქრად ნათლულის მიერ ხელმოწერილი ღვინის დოქი მიიღო.

6. მენტალური რევოლუცია

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ რომ საქართველო დღეს სხვა ქვეყანაა და წინა მთავრობის მიერ დანატოვარს არ ჰგავს. ამის პირველი მიზეზი კი არა ახალი გზები და განათებული ქუჩებია, არამედ კრიმინალის შემცირება, კანონიერ ქურდებთან და კორუფციასთან ბრძოლაა. თუმცა სააკაშვილის მთავრობას ციხეებში ადამიანის უფლებების დარღვევებსაც აბრალებენ.

7. ჰალსტუხის ჭამა

კადრები, სადაც მიხეილ სააკაშვილი თავის ჰალსტუხს ჭამდა, ტელეკომპანია BBC-მ 2008 წლის აგვისტოს ომის მიმდინარეობისას გადაიღო. „ჰალსტუხის ინციდენტი“ ხუმრობის ობიექტად არა მარტო რუსეთში, არამედ საქართველოშიც ამ დრომდე რჩება. ეს კადრები ხომ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული და რთული მომენტის დროსაა გადაღებული.

8. მექალთანე

საქართველოს პრეზიდენტის პირადი ცხოვრების ირგვლივ საქართველოში დებატები არ წყდება. ადგილობრივ პრესაში ხშირად წერენ იმის შესახებ, თუ როგორ ჰყავს სააკაშვილს გარშემო ლამაზი ქალები და როგორ ინიშნებიან ისინი მინისტრებად.

9. ბოტოქსის ფული

სააკაშვილს საზღვარგარეთ დიდი დრო აქვს გატარებული. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ქართველი ამაყად უყურებს საერთაშორისო ტრიბუნებიდან მის გამოსვლებს, მას თანამემამულეები საბიუჯეტო თანხების პირადი მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებენ.

ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, ნიუ-იორკში ვიზიტის დროს, სააკაშვილმა ბოტოქსის ინექციებისთვის 11 ათას ევროზე მეტი დახარჯა. გავრცელებული ინფორმაცია, ქვეყნის პრეზიდენტმა კატეგორიულად უარყო.

10. სააკაშვილი - საყვარელი თუ საძულველი

როგორ შევა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ისტორიაში წლების შემდეგ, ამას დრო გვაჩვენებს, თუმცა 10 წლიანი მმართველობის შემდეგ ის მოსახლეობას ან უყვარს, ან სძულს.

წყარო: http://news.ge/
Find all posts by this user
Quote this message in a reply
11-01-2013, 05:05 PM
Post: #6
RE: Georgian politics
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში სააკაშვილის სიკვდილით დასჯის მოთხოვნით გამოვიდნენ

01 November, 2013
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ”ლიბერალ-დემოკრატი” დეპუტატი რომან ხუდიაკოვი მიხეილ სააკაშვილის სიკვდილით დასჯას, ან სამუდამოდ დაპატიმრებას მოითხოვს.

”სისხლიანმა სასაკლაომ, რომლის შემოქმედიც საქართველოს ყოფილი ლიდერი გახლდათ, შედეგად მოიტანა ის, რომ ქვეყანას გამოეყვნენ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ამასთან, სერიოზულად გაუარესდა ურთიერთობები რუსეთთან. ეს იყო საკუთარი ხალხის გენოციდი და ნამდვილი დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. რამდენი ოჯახი გაუბედურდა, რამდენი ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა, რამდენს მოუწია საკუთარი სახლი მიეტოვებინა?!” - განაცხადა ხუდიაკოვმა და იქვე დასძინა, რომ „სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს ყველაფერზე, რაც ჩაიდინა“.

”ვიმედოვნებ, რომ ამ საკითხს ახალი პრეზიდენტი და პარლამენტი განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ. მის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამო სააკაშვილის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს და მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ყველაზე მკაცრი ზომები - სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა. ეს ადამიანი მკვლელია და სათანადოდ უნდა დაისაჯოს“ - განაცხადა პარლამენტარმა.

წყარო: http://frontnews.ge/
Find all posts by this user
Quote this message in a reply
12-07-2013, 10:56 PM (This post was last modified: 12-07-2013 11:15 PM by guru_m.)
Post: #7
RE: Georgian politics
Сегодня в 22 часа на Майдане выступит Саакашвили, - Кличко
06.12.2013 20:29
Экс-президент Грузии хочет поддержать украинцев "в стремлении жить в европейской стране"

егодня в 22:00 бывший президент Грузии Михаил Саакашвили выступит на Майдане независимости. Об этом заявил лидер фракции УДАР Виталий Кличко, - передает УНИАН.

Также Cаакашвили планирует принять участие в Евромайдане в Киеве 7 декабря. Кличко отметил, что вчера разговаривал с Саакашвили и "он выразил желание приехать в Киев, и сегодня в 10 часов он будет выступать на Майдане независимости".

Кличко рассказал, что Саакашвили хочет поддержать украинцев "в стремлении жить в европейской стране".

Напомним, 21 ноября 2013 года правительство Украины заявило о приостановке подготовки к подписанию соглашения об ассоциации с ЕС, после чего в Киеве и многих других городах Украины начались массовые акции в поддержку евроинтеграции и против решения властей.

В ночь с 29 на 30 ноября подразделения "Беркут" жестоко разогнали митингующих на Майдане независимости в Киеве, в результате чего пострадали, как минимум 35 человек, семь из которых были госпитализированы.

1 декабря в Киеве состоялась массовая манифестация, которая была омрачена провокациями, приведшими к столкновениям с милицией. 3 декабря Верховная Рада Украины не смогла поддержать отставку правительства - за такое решение проголосовало всего 186 депутатов при необходимых 226.


წყარო: http://www.liga.net

В Вашингтоне состоялась церемония закладки мемориала Голодомору
Опубликовано 04.12.2013

В Вашингтоне состоялась церемония закладки основы
мемориала посвященного жертвам Голодомора 1932-1933-го годов.

წყარო: http://www.golos-ameriki.ru

ხადური მარგველაშვილის ხელფასის მომატებაზე განმარტებას აკეთებს
10:11 2013-12-05

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური პრეზიდენტის ხელფასის გაზრდის საკითხს გამოეხმაურა. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური პრეზიდენტის ხელფასის გაზრდის საკითხს გამოეხმაურა. როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე მინისტრმა განაცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯების შემცირების ხარჯზე მოხდება მარგველაშვილის ანაზღაურების გაზრდა.
"წინა პრეზიდენტისგან განსხვავებით, მარგველაშვილის ერთადერთი შემოსავალი იქნება ხელფასი. დაგეგმილია ადმინისტრაციის ხარჯების შემცირება, რაც წინა ხელისუფლების პირობებში გაწელილი იყო. პრეზიდენტი 9 ათასი ლარიდან ხელზე მიიღებს მხოლოდ 7 ათას ორასს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

წყარო: http://www.newposts.ge

საქართველოდან გასული მოქალაქეების რაოდენობა 20,4%-ით გაიზარდა

2013 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან გასული მოქალაქეების რაოდენობა შარშანდელთან შედარებით 20,4%-ით გაიზარდა და 2 985 548 -ს მიაღწია. 20%-ით გაიზარდა უკან დაბრუნებულთა რიცხვიც და 2 949 533 შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მიგრაცია ორივე მიმართულებით იზრდება. კერძოდ, 2010 წელს უცხოეთში 1 895 760 საქართველოს მოქალაქე გაემგზავრა, ხოლო 1 867 318 მათგანი - უკან დაბრუნდა. თუმცა, იზრდება მათ სხვაობაც, რომელიც უარყოფითია. თუ 2010 წელს იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომელიც სამშობლოში აღარ დაბრუნდა, 28 442-ს შეადგენდა, 2013 წელს უკვე 36 015-ს მიაღწია.

წყარო:http://droanews.ge

საერთო ჯამში, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველო 114 845 -მა მოქალაქემ დატოვა.
Find all posts by this user
Quote this message in a reply
12-08-2013, 01:20 AM
Post: #8
RE: Georgian politics
Нью-йоркский прокурор: «Российские дипломаты шарили по чужим карманам»
Российский МИД назвал обвинения в адрес российских дипломатов в США «попыткой реванша»

Обновлено 05.12.2013 21:16
НЬЮ-ЙОРК — Федеральная прокуратура Южного округа Нью-Йорка предъявила обвинения в мошенничестве с системой медицинского страхования «Медикейд» 49-и бывшим и нынешним российским дипломатам и их супругам. По данным следствия, они противозаконно пользовались программой «Медикейд», предназначенной для малоимущих американцев, предоставляя фиктивную информацию. В результате россияне, среди которых сотрудники российской миссии при ООН, генерального консульства РФ в Нью-Йорке и российского торгового представительтсва в США, в течение последних девяти лет получили медицинские услуги на общую сумму около полутора миллиона долларов. При этом, как пояснила Русской службе «Голоса Америки» пресс-секретарь прокуратуры Джули Болсер, в мошенничестве принимали участие и другие лица, не названные в обвинительных документах.

Как сообщил на пресс-конференции федеральный прокурор Южного округа Нью-Йорка Прит Бхарара, 25 обвиняемых были аккредитованными в США российскими дипломатами, остальные – их супруги. По данным прокуратуры, на данный момент 11 обвиняемых находятся на территории США; пять из них работают в российской миссии при ООН, еще пятеро являются супругами дипломатов, и еще один работает в российском посольстве в Вашингтоне. Никто из них не был арестован, так как все они обладают дипломатическим иммунитетом.

Согласно обычной практике в подобных случаях Госдепартамент США просит государства, чьим представителям предъявлены обвинения, снять иммунитет с этих лиц в добровольном порядке с тем, что бы они могли предстать перед судом. Если же такие просьбы отвергаются, Госдепартамент предлагает обвиняемым покинуть США.

Заместитель пресс-секретаря Госдепартамента Мари Харф заявила на брифинге в четверг, что внешнеполитическое ведомство США проинформировало российских коллег в Вашингтоне, Нью-Йорке и Москве о предъявленных обвинениях.

Что касается дипломатической неприкосновенности обвиняемых, а также собираются ли США требовать у обвиняемых денежную компенсацию, Харф отметила, что «на данный момент мы изучаем обвинения, которые были обнародованы сегодня в федеральном суде, пока у нас нет позиции по этому вопросу».

Харф подчеркнула также, что «отношения между Россией и США глубже, шире и серьезнее этого (инцидента – ГА)».

По словам прокурора Бхарары, во время расследования он не обсуждал дело российских дипломатов с Белым домом.

http://www.golos-ameriki.ru
Find all posts by this user
Quote this message in a reply
01-16-2014, 12:20 AM (This post was last modified: 01-16-2014 12:42 AM by guru_m.)
Post: #9
RE: Georgian politics
მამა გაბრიელის საფლავზე მისულმა მთხოვნელებმა სანთლებში ჯამში 4 მილიონი ლარი დახარჯეს
15 January, 2014

მამა გაბრიელის საფლავზე მისულმა სურვილის ასრულების მთხოვნელებმა სანთლებში ჯამში 4 მილიონი ლარი დახარჯეს.
ამის შესახებ “Frontnews”- ს მცხეთის ეპარქიიდან აცნობეს.
„დედა პარასკევას მიერ გაჟღერებულ „სიზმარს“ თითქმის მთელი საქართველო გამოეხმაურა, ასობით ათასმა ადამიანმა მოიყარა თავი და საკმაოდ სარფიანად: მონაზვნებს სანთლების უპრეცედენტო რაოდენობა ჰქონდათ მობილიზებული და ამ დღეების მანძილზე მხოლოდ სანთლების გაყიდვით 4 მილიონი ლარი შემოვიდა“ - განუცხადეს „Frontnews”-ს ეპარქიაში.
შეგახსენებთ, რომ 4 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დედა პარასკევას ჰქონდა ხილვა, რომლის მიხედვით, თუ 7 იანვრამდე მამა გაბრიელის საფლავს 2 რამეს შესთხოვდი, აუცილებლად აგისრულდებოდა. ინფორმაციის გავრცელებისთანავე მცხეთაში, მამა გაბრიელის საფლავთან ათასობით ადამიანი ჩავიდა.

წყარო: http://www.frontnews.ge

2014.01.15
ქუთაისი თბილისში - დეპუტატი ამბობს, რომ არ ხუმრობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, “მრეწველი” ზურაბ ტყემელაძე "ნეტგაზეთთან" საუბარში აცხადებს, რომ აქვს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც თბილისში, რუსთაველის #8-ში მდებარე შენობა და ტერიტორია, შესაძლოა, ქუთაისს გადაეცეს და დეპუტაციამ ამ გზით მოახერხოს საპარლამენტო საქმიანობის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანა. როგორც ტყემალაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, მისი მოსაზრება, რომელიც თავდაპირველად IPN-მა გამოაქვეყნა დღეს, 15 იანვარს, ხუმრობა არ არის, თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ მოსაზრებაა და არა ინიციატივა.

წყარო:http://www.netgazeti.ge

ბერძენიშვილი: სააკაშვილი გმირად არ უნდა გამოვაცხადოთ, მაგრამ არც უნდა დავიჭიროთ
11:40 2014-01-15
"თუ სააკაშვილი უფრო მნიშვნელოვანია, მაშინ უნდა დავიჭიროთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ მსოფლიო ამას არ მოიწონებს".

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ გამოძიების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის დანაშაული აუცილებლად გამოიკვეთება, მაგრამ ქვეყანამ უნდა გააკეთოს არჩევანი ევროკავშირსა და სააკაშვილზე შურისძიებას შორის.

- ამის შესახებ დეპუტატი გაზეთ „ყველა სიახლესთან“ საუბარში აცხადებს და მიდის დასკვნამდე, რომ სააკაშვილი არც გმირად უნდა გამოაცხადონ, მაგრამ არც დაიჭირონ. ამავე დროს, ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ დღეს სააკაშვილის რეიტინგი საქართველოს რეიტინგზე მაღალია და მის დაპატიმრებას მსოფლიო არ მოიწონებს:

"ხელისუფლებამ და საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტონ, საქართველო უფრო მნიშვნელოვანია, თუ მიხეილ სააკაშვილი. თუ სააკაშვილი უფრო მნიშვნელოვანია, მაშინ უნდა დავიჭიროთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ მსოფლიო ამას არ მოიწონებს. სამწუხაროდ, დღეს სააკაშვილის რეიტინგი საქართველოს რეიტინგზე მაღალია. უღირს კი ეს ქვეყანას, რომელიც ასეთი არჩევანის წინაშეა – ევროკავშირი თუ მიხეილ სააკაშვილზე შურისძიება, ანუ მომავალი თუ წარსული. ეს ამ ხელისუფლების სერიოზული პრობლემაა. ჩემი აზრით, ეს საკითხი შეიძლება, სხვაგვარადაც გადაწყდეს – იგი გმირად არ გამოვაცხადოთ, მაგრამ არც დავიჭიროთ". - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

წყარო:http://www.newposts.ge

თბილისში „მაკდონალდსის“ ბოიკოტირების კამპანია დაიწყო
11:32 2014-01-14
თბილისში „მაკდონალდსის“ ბოიკოტირების კამპანია დაიწყო, რაც რესტორნის შესასვლელში გაკეთებული წარწერებით დასტურდება.
თბილისში „მაკდონალდსის“ ბოიკოტირების კამპანია დაიწყო, რაც რესტორნის შესასვლელში გაკეთებული წარწერებით დასტურდება. „მაკდონალდსის“ წინააღმდეგ საპროტესტო კამპანია მას შემდეგ დაიწყო, რაც რესტორნების საერთაშორისო ქსელის მთავარ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ „მაკდონალდსი“ გეგმავს შესვლას იმ ადგილებში, სადაც ჯერ არ არის წარმომადგენლობა გახსნილი:

„ჩვენ წინსვლას აღნიშნული სტრატეგიით განვაგრძობთ, თუმცა სამომავლოდ ჩვენ შესაძლოა შევიდეთ ისეთ ბაზრებზე სადაც ჯერჯერობით ჩვენი წარმომადგენლობა არ არის, მათ შორის აფხაზეთშიც", - ნათქვამი იყო განცხადებაში.

მოგვიანებით, „ნეტგაზეთთან“ საუბარში განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ. ინტერვიუდან ირკვევა, რომ „მაკდონალდსი“ ჭყონიას გარეშე ფილიალს აფხაზეთში ვერ გახსნის, თუმცა, თავად ჭყონია აცხადებს, რომ აფხაზეთში ფილიალის გახსნა და მეტიც, „კოკა-კოლას“ შეტანა სწორედ მას აქვს დაგეგმილი. კითხვაზე, შეუშლის თუ არა ამ გეგმის განხორციელებას კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, ქართველი ბიზნესმენი პასუხობს:

„ყველა კანონი იცვლება, კონსტიტუცია იცვლება ყოველ კვირას და არ შეიძლება, რომ კანონსაც გადახედონ და მივიდეთ ისეთ მომენტამდე რომ რაღაც გადავლახოთ.... ასე როგორ შეიძლება, ასეთი ურთიერთობა ხომ შეუძლებელია”.

„მაკდონალდსისა“ და თემურ ჭყონიას პოზიციამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაჩნდა მოწოდებები „მაკდონალდსის“ ბოიკოტირების შესახებ. ერთერთი პირველი, ვინც ეს იდეა გააჟღერა, რეჟისორი ზაზა სვანაძე იყო: „სალარო თავისუფალია!“ - ამბობენ „მაკდონალდსში“ - ჰოდა, სულ თავისუფალი გექნებათ, ეს რომ თავმოყვარე ქვეყანა იყოს - სამოქალაქო სოლიდარობა უნდა ამას - ვინც მაკდონალდსში შეიძენს პროდუქციას, ის აფხაზეთის დამოუკიდებლობის მხარდამჭერებს აფინანსებს - აი ასე - გავშალოთ კამპანია! სამოქალაქო სექტორო - აბა სად ხართ?“, - დაწერა ზაზა სვანაძემ.

თბილისში, რესტორან „მაკდონალდსის“ შესასვლელთან საპროტესტო წარწერები: „აფხაზეთი საქართველოა!“ ინგლისურ ენაზე გუშინ, ღამის საათებში გაჩნდა. „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, მსგავსი პროტესტი ქუთაისსა და ბათუმშიც იგეგმება.

წყარო: http://www.newposts.ge

ხიდაშელი: მერაბიშვილმა იცოდა, ციხეებში ვიდეოკამერები რა რეჟიმში მუშაობენ
ოთხშაბათი, 15 იანვარი, 2014 - 18:45

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ყველაზე კარგად ნაციონალურმა მოძრაობამ იცის, თუ როგორ რეჟიმში მუშაობს ვიდეოკამერები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ამის შესახებ ხიდაშელმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე თქვა.

"სახალისო შეკითხვა უნდა დავსვა, როგორ ფიქრობთ, საქართველოში ყველაზე კარგად ვინ იცის დღესაც კი, რეალურად რა რეჟიმში მუშაობს სხვადასხვა უწყებაში დამონტაჟებული ვიდეოკამერები, რომელს აქვს 24-საათიანი ჩაწერის რეჟიმი, რომელს - უბრალოდ თვალთვალის ფუნქცია ჩაწერის გარეშე, რა პერიოდულობით ხდება გადაწერა და წაშლა? ყველაზე კარგად ამ ინფორმაციის მატარებელი, ჩემი აზრით, ვანო მერაბიშვილი იყო, ამიტომ ძალიან ნათელი და მარტივი იყო მათი მოქმედება. ჩვენი პრობლემა კი ის იყო, რომ ეს არ ვიცოდით. მათ იცოდნენ, კონკრეტულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კამერები რა რეჟიმში მუშაობდნენ", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის პასუხისმგებლობის საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დადგეს, თუ მისი ბრალეულობა რაიმეში იკვეთება. ხიდაშელის თქმით, ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში და ვანო მერაბიშვილის განცხადებაში არსად არ ფიგურირებს სოზარ სუბარის მიერ რაიმე ტიპის გადაცდომაზე, ან დანაშაულზე საუბარი.

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას კი, ხიდაშელი კატეგორიულად არ ეთანხმება.

"კომისია არის განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებში იქმნება. ეს არ არის ამ ტიპის საქმე", - განაცხადა დეპუტატმა.

ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, სასჯელაღსრულების განმარტებამ აშკარა გახადა, რომ დანაშაულებრივ ქმედებას კრიმინალი ყოფილი მთავარი პორკურორის ოთარ ფარცხალაძის მხრიდან საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ნამდვილად ჰქონდა ადგილი. გოკა გაბაშვილის თქმით, "პირადად მინისტრმა სუბარმა და სამინისტროს თანამშრომლებმა ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 368-ე მუხლით გათვალისწინებული კონკრეტული დანაშაული - მტკიცებულებათა განადგურება. მთელმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ კი საკუთარ თავზე აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და შეეცადა ამ დანაშაულის დაფარვას". დღევანდელ ბრიფინგზე გაბაშვილმა მოითხოვა საპარლამენტო კომისიის შექმნა. ასევე, მისი თქმით, თანამდებობა უნდა დატოვოს სოზარ სუბარმა, რადგან მან "დიდი ალბათობით მონაწილეობა მიიღო მტკიცებულებათა განადგურებაში".

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო აცხადებს, რომ სამსახურებრივი მოკვლევის შედეგად ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის ბრალდებები არ დადასტურდა. მერაბიშვილმა განაცხადა, რომ 13-14 დეკემბერის ღამეს იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან უკანონოდ გაიყვანეს და მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შეახვედრეს და ის მასზე ზეწოლის განხორციელებას ცდილობდა. უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ სამსახურებრივი შემოწმების შედეგად მერაბიშვილის მიერ მოყვანილი ფაქტები არ დადასტურდა.

"სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, გენერალური ინსპექციის მოთხოვნის საფუძველზე, ამოღებული იქნა 377 გბ მოცულობის ვიდეომასალა, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N9 დაწესებულებასა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს შორის არსებულ მონაკვეთში განლაგებულმა თვრამეტმა სათვალთვალო კამერამ 2013 წლის 13 დეკემბრის 12:00 საათიდან 2013 წლის 14 დეკემბრის 12:00 საათამდე ჩაიწერა. ჩანაწერის დათვალიერებისას საქმისათვის საინტერესო ფაქტობრივი გარემოებები ვერ იქნა აღმოჩენილი", - ნათქვამია განცხადებაში. რაც შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებასა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტში არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს, უწყება აღნიშნავს, რომ 17 დეკემბერს, მერაბიშვილის მიერ განცხადების გაკეთების მომენტისთვის, 13-14 დეკემბრის ჩანაწერი აღარ არსებობდა, "ვინაიდან შენობებში არსებული ვიდეო-სათვალთვალო ტექნიკური საშუალებები, 24 საათის გასვლის შემდეგ, ახალი ინფორმაციის ჩაწერის გამო, ძველ ჩანაწერებს ავტომატურად შლის".

წყარო: http://www.tabula.ge

ჰეროდე, ფსიქოზი და პოსტკომუნიზმი

ეს შენობა რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში ვნახე. ხალხი გამოეხმაურა. დიაგნოზიც დასვეს, ფსიქოზიაო. მეც ავდექი და თავად მოვინახულე. თემქაზე დგას. ერთი უსახური, ბნელი, მახინჯი კორპუსია. გამორჩეული მხოლოდ სახურავი აქვს, სიმეტრიულად განლაგებული ჯვრებით. ფოტო მრავალი რაკურსით გადავუღე, მერე გავაჩერე „მარშუტკა“ და სახლისკენ წავედი. ვიჯექი და ვფიქრობდი: რატომ?...

მე თვითონ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა მაქვს, ანუ გამაჩნია შფოთვები, აკვიატებული აზრები და ქცევები. ეს ფსიქიკური დაავადება ძალიან ბევრს სჭირს, მაგრამ მათ უბრალოდ დასახელება არ იციან, მეც პირველად ფსიქოლოგმა მითხრა „ობსესიკი“ ხარო. ვიჯექი და ვფიქრობდი: ე.ი. ერთმა ჩვეულებრივმა ჩემნაირმა ადამიანმა აღმართა ეს შვიდი ჯვარი. ჩვენს შორის განსხვავება კი ისაა, რომ ალბათ ის ფანატიკურად არის შეპყრობილი ეკლესიით, მე კი - არა. ეს მათი ფასადია, ამ შენობის მაცხოვრებლების. ყალბი, ფანატიკური. ფანატიზმი და სიყალბე კი ჩემი დაბადებიდან, ანუ საბჭოთა კავშირის ნგრევიდან მოყოლებული ძვალ-რბილში გვაქვს გამჯდარი.



მახსოვს, ჯორჯ ბუში სანამ თბილისში ჩამოვიდოდა, მთელი მარშრუტი, აეროპორტიდან „თბილისი მარიოტამდე“, ორ დღეში შეღებეს, ააჭრელეს, გადაახალისეს, გზა დააგეს და ა.შ. ფასადი ბუშის წასვლის შემდეგ წვიმამ ჩამორეცხა და ხელში ისევ ჩვენი ბინძური დედაქალაქი შეგვრჩა. ყველაზე სასაცილო ადამიანში ხომ სწორედ ის არის, როცა რაღაცას სხვის დასანახად სჩადის. მაგრამ აქ ჩემთვის სანიშნო ჯვრებზე მეტად, საზოგადოების მიერ ამ ფოტოს აღქმა იყო. ჩვენ ვაკეთებთ მხოლოდ სტიგმატიზაციას, რომ თემქაზე კოლექტიური ფსიქოზია, და არ ვიხედებით იმ ფანჯრებში, იმ კორპუსს მიღმა, სადაც თავად ვცხოვრობთ.



რატომ დაარჭვეს ამ ადამიანებმა ჯვრები? იქნებ გარიყულები არიან და მხოლოდ ეკლესიამ შეიფარა ისინი? 90-ანი წლებიდან მოყოლებული, როცა დენი მხოლოდ ელიტარული უბნების ბობოლებს მიეწოდებოდათ, მაშინ ხომ არ გაწყდა კავშირი? როცა სახელმწიფომ გარეუბნები დაივიწყა, მაშინ ხომ არ გახდნენ ეს რაიონები ცალკე სამყაროები? ვარდების რევოლუციიდან დღემდე გადაღებულ ქართულ მხატვრულ ფილმებში, სატელევიზიო სერიალებში, მუსიკალურ კლიპებში, სად ხდება მოქმედება? მხოლოდ ვერაზე, ვაკეში, სოლოლაკში, პლეხანოვზე. თითქოს დანარჩენ რაიონებში დრო დაპაუზებულია და არავინ ცხოვრობს. ხალხს დღემდე ეშინია საკუთარი ვინაობის გამომჟღავნების. დაგებულია ერთი ბინძური წითელი ხალიჩა, რომელსაც მუდამ ერთიდაიგივენი ტკეპნიან, დანარჩენები კი მათ უცქერენ.



საზოგადოებრივი პრობლემების ქილიკი ერთგვარი პოზაა, რომელშიც ინტელექტუალთა ერთი ნაწილი თავს კარგად გრძნობს და ნამდვილად არ სჭირდება გადაბრუნება. მაგალითისთვის პატრიარქის საშობაო ეპისტოლე ავიღოთ. თორმეტგვერდიან მოხსენებაში, ერის ყურადღება მხოლოდ ხელოვნური განაყოფიერების თემამ მიიქცია. უშვილო დედებს და მათ ქომაგთ ისე შეეშინდათ ილია მეორის, ვითარცა იუდეველთ ჰეროდესი. თუ ოდნავ მეტად ჩავიხედავთ ამ სიტუაციაში, მივხვდებით, მსუბუქად რომ ვთქვათ, გაგვეღიმება კიდეც, როცა დავინახავთ რომ, სწავლული და უწიგნური, უშვილო და შვილიანი, მეზობლები და თანამშრომლები, ერთნაირად წუხან იმაზე, რომ ეკლესიამ ინ ვიტრო განაყოფიერება დაგმო. დიახ, საშობაო ეპისტოლე ღვარძლიანი, კაცთმოძულე და დისკრიმინაციული იყო, მაგრამ როგორც ყოველთვის ამჯერადაც თვალი მოგვეჭუტა საზოგადოებისთვის უფრო მძიმე მესიჯებზე. მაგალითად:



„ყოველივეს თავი და თავი კი ის არის, რომ სეკულარულმა იდეოლოგიამ პიროვნება ღმერთისაგან დამოუკიდებელ არსებად წარმოაჩინა, კვარცხლბეკზე ცოდვით დამძიმებული ადამიანი დააყენა და ყველაფერი მის ინსტიქტებს დაუქვემდებარა, რითაც მდაბალი ვნებითი მიდრეკილებების ლეგიტიმაცია მოინდომა, მორალური და სულიერი ორიენტირები დაუკარგა და ეს ინდივიდუალიზმის საბაბით გაამართლა.“



არც ინტელექტუალთა წრიდან, არც პოლიტიკოსთა დასიდან და არც ჟურნალისტთა კორპუსიდან, არავინ გამოვიდა და განმარტა, რომ სეკულარიზმმა ადამიანი და ღმერთი კი არა - სახელმწიფო და ეკლესია დააშორა. მაგრამ რომელი მმართველი პოლიტიკოსი გაბედავდა ამას? მათი ელექტორატი ხომ საპატრიარქოს მრევლია. მაგრამ უფრო სასირცხვილო საპარლამენტო უმცირესობაა, რომელიც ახლაც კი ვერ ბედავს სეკულარულ ენაზე საუბარს. როგორც ყოველთვის, ახლაც ამოქმედდა პატრიარქის შარავანდედი და ყველამ დაიწყო იმის გამორკვევა, თუ ვინ დაწერა საშობაო ეპისტოლე. ჯოხი კინაღამ შორენა თეთრუაშვილზე გადატყდა, სანამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში არ ვიხილეთ, თუ როგორ სთხოვა ჟურნალისტმა მოძღვარ რესპონდენტს შენდობა იმ კითხვისთვის, რომელშიც შორენას ვინაობა უნდა ეკითხა. საპატრიარქოს პროტოპრესვიტერმაც გაშალა ფრთები, და კვლავ შეაყვარა მაყურებელს შორენას ის უჩინარი მარჯვენა, რომლითაც მან ააშენა საქართველოს ეკლესიები და შეიძლება ეპისტოლეც გაარედაქტირა.



და ის სამარცხვინო ჟურნალისტი, რომელიც დასმულ კითხვებზე „მამაოს“ შენდობას თხოვს, კვლავ დარჩება ქართული ჟურნალისტიკის სახედ, სანამ არ გადავხედავთ წარსულს, და არ ვიტყვით, რომ ეს არაპროფესიონალიზმია. ტრაგედია ის კი არ არის, რომ ვინმე სასულიერო პირი სუროგატ დედას და მათ შვილებს ცოდვას აბრალებს, არამედ ის, რომ საქართველო მოწინავეა ევროპაში სუროგატი დედების რაოდენობით. ტრაგედია იმ დედების მდგომარეობაა, რომელთაც საკუთარი სხეულის გაქირავება უწევთ. რამდენი დავფიქრდით, თუ რა მძიმეა დედისთვის შვილის გასხვისება, თუნდაც ის სუროგატი იყოს?... დავსვით კითხვა, თუ რატომ აკეთებენ ისინი ამას? არა, საზოგადოებამ აქაც ფსევდო ჰუმანური პოზა დაიჭირა და დაიწყო საქმის გარჩევა, შორენამ დაწერა ეპისტოლე, თუ - ვინმემ მოსკოვიდან.



დიდი საბჭოთა ტერორის ტრავმები, ჩამონგრეული უზარმაზარი კომუნა და თვითგამორკვევის შეწყვეტილი პროცესი. ყოველ არჩევნებზე დასმული კითხვა:



- რას მიეცით ხმა?



- ხმა მივეცი, ნათელ მომავალს...



და გრძელი ნათელი დღეები. მიუხედავად განვლილი ოცწლეულისა, ჩვენი მიჯაჭვულობა 90-ანი წლების მახინჯ ფასეულობებზე არ გამქრალა. როცა ნანა ექვთიმიშვილის მხატვრულ ფილმ „გრძელ ნათელ დღეებს“ ვუყურებდი, თუ რომელიმე პერსონაჟს ამცირებდნენ, დარბაზი კვლავ იცინოდა. იცინოდნენ, ქალის გატაცებაზე, მთვრალი მამის ჩხუბზე, ძველბიჭურ დამცირებებზე და ა.შ. მაგრამ ისხდნენ ადამიანებიც, რომელთაც რცხვენოდათ და ეტირებოდათ. მთავარი კი აქ მხოლოდ ერთია, რეჟისორმა შესძლო პოსტკომუნისტურ ფასეულობათა სისტემის ნგრევის პროცესის დაწყება. ჯერი კვლავ ჩვენზეა, შეგვიძლია ფილმის ნახვის შემდეგ ჩემს წინ მჯდომი მაყურებელივით მოვიქცეთ და ვაგინოთ რეჟისორს, ან დავადგეთ უფრო რთულ გზას და დავიწყოთ საკუთარი თავის მხილება.

წყარო: http://blogs.netgazeti.ge
Find all posts by this user
Quote this message in a reply
01-16-2014, 01:21 AM (This post was last modified: 01-16-2014 01:27 AM by guru_m.)
Post: #10
RE: Georgian politics
Национальный банк Грузии установил обменный курс лари с 16 января
19:51 15.01.2014

ТБИЛИСИ, 15 янв - Новости-Грузия. Национальный банк Грузии установил обменный курс лари по отношению к доллару США на 16 января в размере 1,7572 GEL/$1.

По сравнению с предыдущим значением, курс лари к доллару понизился на 0,0039 лари.

Кросс-курс основных валют с 16 января, установленный Нацбанком:
евро 1 - 2,3935 GEL
английский фунт стерлингов 1 - 2,8867 GEL
доллар США 1 - 1,7572 GEL
турецкая лира 1 - 0,8010 GEL
российский рубль 100 - 5,2680 GEL
азербайджанский манат 1 - 2,2399 GEL
армянский драм 1 000 – 4,3113 GEL
украинская гривна 10 - 2,1984 GEL

წყარო: http://newsgeorgia.ru

Чехия отказала абхазским студентам в выдаче виз
15.01.2014

Чешское консульство отказало в учебной визе студентам из оккупированного Россией грузинского региона Абхазии. По словам представителя чешской неправительственной организации School of Journalism in Prague, группа студентов Абхазского университета должна была поехать в Чехию на стажировку. Ими были собраны все документы, оплачены авиабилеты и гостиница, но консульский отдел посольства Чехии в Москве отказался даже принять документы, ссылаясь на то, что их заграничные паспорта (российские) выданы представительством России в Сухуми. По словам представителя консульства, Абхазия является непризнанной Чехией страной.

По мнению абхазских студентов, решение чешского консульства, носит крайне несправедливый и дискриминационный характер. «Он нарушает в первую очередь суверенитет России, так как посольство другой страны, расположенное на ее территории, отказывается признавать официальный документ, выданный государственным органом Российской Федерации. Это вопиющий случай грубейшего нарушения дипломатических правил и норм».

Между тем, по словам руководителя проекта Мурата Темирова, действия чешского консульства объяснимы с точки зрения их политической зависимости от Европейского союза.

«Это не первый случай, когда чешское консульство отказывает в визе гражданам России, проживающим в Абхазии. И политически мотивированные решения в случае, когда речь идет о студентах или людях нуждающихся в медицинской помощи, неуместны», - приводит его слова «Апсныпресс».

წყარო: http://abkhazeti.info

15.01.2014 18:04
Радио «Муза» остановило свою работу

Менеджер радио «Муза» Шорена Копалеишвили в беседе с Media.ge отметила, что радио официально распустило сотрудников в мае 2013 года и после этого вещало только за счет энтузиазма пяти сотрудников.

Копалеишвили называет причиной прекращения работы радио финансовые проблемы. По ее словам, у радио уже 1 год нет источника финансирования, и до настоящего времени радио «Муза» существовало за счет сбережений и энтузиазма, но сейчас они были вынуждены прекратить работу.

«Мы были вынуждены прекратить радиовещание и перешли на полный нон-стоп», - говорит Шорена Копалеишвили. Менеджер радио «Муза» полагает единственным средством спасения радио проявление доброй воли со стороны государства, - «Единственный вариант, который у нас остался, является донесение этого вопроса непосредственно до премьер-министра. Единственное радио, которое служит распространению культуры среди общественности, не должно закрыться», - говорит Шорена Копалеишвили.

Радио «Муза» попыталось урегулировать финансовые проблемы путем сотрудничества с министерством культуры и охраны памятников Грузии. Между радио и министерством был оформлен меморандум 27 мая 2013 года, согласно которому, радио должно было быть переформировано в юридическое лицо публичного права государственного ведомства.

Представители министерства культуры и радио также разработали законопроект, по которому, министерству культуры в виде исключения должно было быть предоставлено право на владение средством массовой информации подобного формата. Но, по словам Шорены Копалеишвили, вопрос в связи с данным законопроектом был решен отрицательно, с ним не согласилось министерство юстиции.

Согласно закону Грузии «О вещании», административный орган не имеет права владеть лицензией на вещание.

Радио «Муза» является радио, ориентированным на классическую музыку, которое осуществляет вещание с 2007 года. Оно основано по инициативе Сандры Элизабет Руловс. Радио на протяжении лет финансировал благотворительный фонд бывшего премьер-министра Грузии Бидзины Иванишвили, «Карту», но фонд прекратил финансировать радио с 2012 года.

წყარო: http://www.media.ge
Find all posts by this user
Quote this message in a reply
Post Reply 


Forum Jump:


User(s) browsing this thread: 5 Guest(s)