Post Reply 
 
Thread Rating:
  • 0 Votes - 0 Average
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
Georgian politics
10-28-2013, 11:26 PM (This post was last modified: 10-29-2013 12:02 AM by guru_m.)
Post: #3
RE: Georgian politics
ბიძინა ივანიშვილი პარტიიდან და პოლიტიკიდან 24 ნოემბერს მიდის
16:48 28.10.2013

როგორც პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს სასტუმრო "რედისონში" ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, 24 ნოემბერს მას კრება აქვს დანიშნული, რომელზეც ის გადადგება.

"24 ნოემბერს კრება მაქვს დანიშნული, სადაც მე გადავდგები, რომელზეც მე პარტიიდან და პოლიტიკიდან წავალ. მანამდე მე პოლიტიკაში ვრჩები და ზუსტად ამ დროში ვაპირებ ჩემი კანდიდატის შეთანხმებას. მის შემდგომ არა. ეს კარგად დააფიქსირეთ", - განაცხადა ივანიშვილმა.

წყარო: http://pirweli.com.ge

„რეალურად, გვეყოლება პრეზიდენტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ჯიბის სათამაშოა და ასეთივე პრემიერი“
8 October, 2013

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი “საზოგადოების მიერ სწორი ანალიზის გაკეთებაში დახმარების მიზნით“ სამოქალაქო სექტორში გადასვლის შესახებ პრემიერის განცხადებას „საპნის ბუშტად“ აფასებს.

ასე გამოეხმაურა ბარნოვი “Frontnews”–თან საუბრისას პრემიერის იმ განცხადებას, რომლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებაში იმისთვის მიდის, რომ საზოგადოებამ შესატყვისი მთავრობის არჩევა შეძლოს და სწორი ანალიზი გააკეთოს.

„ეს განცხადება ნამდვილი საპნის ბუშტია. რეალურად, გვეყოლება პრეზიდენტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ჯიბის სათამაშოა და ასეთივე პრემიერი. ქვეყანას არ ეყოლება მმართველი, იქნება ქაოსი და განუკითხაობა, პასუხისმგებლობის ამღები კი არავინ იქნება. ესაა ჩემი სამწუხარო პროგნოზი“, – განაცხადა ბარნოვმა.

ცნობისთვის, პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „მთავარია, სწორი ანალიზი გააკეთოს საზოგადოებამ და მთავრობის არჩევის მერე კონტროლი არ შეწყვიტოს“.

„20–წლიანი ციკლი და ის, რასაც მე ველოდები 20 წლის განმავლობაში, მრავალჯერ აღმიწერია და დღესაც კარგად ვაჩვენე, რომ სადაც მივდივარ, იქ პრობლემები არის. ვერც კი წარმომედგინა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამხელა პროცენტს მიიღებდა. ამ ფონზე ჩანს, რომ პრობლემები არსებობს და ეს აჩვენებს იმას, რომ პოლიტიკური სიმწიფე არ არსებობს. მე მივდივარ იქ და ვფიქრობ, ამ პროცესებს დავაჩქარებ. მე სასწაულს კი არ მოვახდენ, შეიძლება, ოდნავ დავაჩქარო, შეიძლება, არც კი. არ მინდა, იფიქროთ, რომ საკუთარ თავზე რაღაც ზედმეტი წარმოდგენები მაქვს. რაც შეეხება გუნდს, რომელსაც მე ვტოვებ, აბსოლუტურად ვენდობი და ჩემი აზრით, უახლოეს საპარლამენტო არჩევნებამდე ეს გუნდი შენარჩუნდება. იმისთვის მივდივარ საზოგადოებაში, რომ საზოგადოებამ შესატყვისი მთავრობის არჩევა შეძლოს და სწორი ანალიზი გააკეთოს. ამიტომ მივდივარ იქ, რათა საზოგადოებას დავეხმარო და ისეთი მთავრობა ავირჩიოთ, რომელიც მოგვაწყობს. მინდა, ის ზედმეტი ნდობა, რაც მაქვს, საზოგადოებას მოვახმარო და არა მთავრობაში დავტოვო. თუ ეს ვერ შევძელი, ე.ი., ვერ მოვახერხე ფუნქციის შერჩევა. მთავარია, სწორი ანალიზი გააკეთოს საზოგადოებამ და მთავრობის არჩევის მერე კონტროლი არ შეწყვიტოს“, – განმარტა პრემიერმა დღეს „რედისონში“ მედიის წარმომადგენლებთან იმ კითხვის საპასუხოდ,“როგორ წარმოუდგენია მას თავისი მოღვაწეობის 20–წლიანი ციკლი, თუ ხუთ წელიწადში მთავრობა შეიცვლება და ახალი გუნდი მოვა?”.

წყარო: http://frontnews.ge
Find all posts by this user
Quote this message in a reply
Post Reply 


Messages In This Thread
Georgian politics - giagiwi - 10-22-2013, 01:08 PM
RE: Georgian politics - guru_m - 10-28-2013, 10:11 PM
RE: Georgian politics - guru_m - 10-28-2013 11:26 PM
RE: Georgian politics - guru_m - 10-29-2013, 06:43 PM
RE: Georgian politics - guru_m - 10-29-2013, 08:15 PM
RE: Georgian politics - guru_m - 11-01-2013, 05:05 PM
RE: Georgian politics - guru_m - 12-07-2013, 10:56 PM
RE: Georgian politics - guru_m - 12-08-2013, 01:20 AM
RE: Georgian politics - guru_m - 01-16-2014, 12:20 AM
RE: Georgian politics - guru_m - 01-16-2014, 01:21 AM
RE: Georgian politics - guru_m - 01-17-2014, 02:15 AM
RE: Georgian politics - guru_m - 01-17-2014, 03:16 AM
RE: Georgian politics - guru_m - 01-18-2014, 05:27 PM
RE: Georgian politics - guru_m - 01-20-2014, 08:30 PM
RE: Georgian politics - guru_m - 01-22-2014, 09:21 PM
RE: Georgian politics - guru_m - 01-23-2014, 12:25 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-03-2014, 02:18 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-03-2014, 03:38 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-05-2014, 12:06 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-05-2014, 02:49 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-05-2014, 05:18 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-17-2014, 02:27 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-17-2014, 03:39 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-17-2014, 05:15 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-18-2014, 05:07 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-18-2014, 06:08 AM

Forum Jump:


User(s) browsing this thread: 1 Guest(s)