Georgian politics
|
10-28-2013, 10:11 PM
(This post was last modified: 10-28-2013 11:10 PM by guru_m.)
Post: #2
|
|||
|
|||
RE: Georgian politics
ბიძინა ივანიშვილი: „უარეს შემთხვევაშიც კი ვერ წარმომედგინა „ნაციონალური მოძრაობის“ 21%“
პრემიერ-მინისტრი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში 21%–იანი მხარდაჭერის მოპოვებით გაკვირვებულია. როგორც ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, იგი ამ შედეგს არ ელოდა და ეს ამომრჩევლების პასიურობასა და დაბალ პოლიტიკურ კულტურას უნდა უკავშირდებოდეს. „მე ხშრად ვიმეორებდი ჩემს გამოსვლებში, რომ დაბალი პოლიტიკური კულტურა გვაქვს, რადგან 20 და 22 წელი ცოტაა საზოგადოებისთვის, რომ ეს კულტურა შეიძინოს და მერე აამაღლოს. 21%, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო, ჩემთვისაც ძალიან დიდი სიურპრიზი იყო, უარეს შემთხვევაშიც კი არ ველოდი ამას და ესეც კარგად გამოჩნდა, რომ ჩვენ გვაკლია პოლიტიკური კულტურა. ამას ჩემი გადმოსახედიდან ვამბობ. ბოლო პრესკონფერენციებზე, რომელიც მე გავმართე, ვერც ერთი შეცდომა და შეუსრულებელი დაპირება ვერ დამისახელეს. ჩვენ ვართ აბსოლუტურად წარმატებული ხელისუფლება. იმ ძალადობიდან და განუკითხაობიდან, რაც იყო, მივიღეთ ევროპული ტიპის ხელისუფლება, მაგრამ მოხდა ის, რასაც მე განვიცდიდი და ვგრძნობდი. არ მოვიდნენ არჩევნებზე ჩვენი ამომრჩევლები. ბევრი იმედგაცრუებული მეც შემხვდა და უკვირთ, როგორ მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 21 პროცენტი. 1 წლის წინ რაც ხდებოდა, ხალხმა ესე მარტივად დაივიწყა, ან ვერ, ან არ გაიგო, ან რაღაც თამაშებში ჩაერთო და პირადი ინტერესებიც ნახა“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. წყარო: http://frontnews.ge პრესსპიკერმა და პრემიერმა მარგველაშვილს პირველი საჯარო შენიშვნა მისცეს 16:16 2013-10-28 მარგველაშვილმა მოიბოდიშა და განაცხადა, რომ რუსულად პასუხის გაცემა რუსულად დასმულ შეკითხვაზე, უბრალოდ ,,ჩვევაა“ რადიო "თავისუფლების“ ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელიც ჟურნალისტმა რუსულ ენაზე დასვა, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა პასუხის გაცემა რუსულ ენაზე დაიწყო, რაზეც პრემიერის პრესსპიკერმა შენიშვნა მისცა, რომ ქართულად უნდა ეპასუხა. შენიშვნა მარგველაშვილს საქართველოს პრემიერმინისტრმაც მისცა. მარგველაშვილმა მოიბოდიშა და განაცხადა, რომ ეს უბრალოდ ,,ჩვევაა“. შემდეგ შეკითხვაზე გიორგი მარგველაშვილმა ისევ რუსულად დაიწყო პასუხის გაცემა, თუმცა მალევე შეწყვიტა და საუბარი ქართულ ენაზე გააგრძელა. წყარო: http://www.newposts.ge კჟიშტოფ ლისეკი: მერაბიშვილი ოპტიმისტურად არის განწყობილი ორშაბათი, 28 ოქტომბერი, 2013 - 17:28 ევროპარლამენტარმა კჟიშტოფ ლისეკმა სამ კოლეგასთან ერთად, ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა. როგორც ლისეკმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი თავს კარგად გრძნობს და ოპტიმისტურად არის განწყობილი. "თუმცა, ის ვარაუდობს, რომ საპატიმროში დარჩენა მომდევნო ოქტომბრამდე მოუწევს" - თქვა ლისეკმა და იმედი გამოთქვა, რომ ვანო მერაბიშვილის საქმის გამოძიება გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩაივლის. ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ ყოფილ პრემიერს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზეც ესაუბრა. "ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ის კარგად არის და ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი იმის მიუხედავად, რომ მერაბიშვილის აზრით, ციხეში დარჩენა მომდევნო წლის ოქტომბრამდე მოუწევს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამოძიების პროცესი გამჭვირვალე იქნება და სასამართლო ევროპული სტანდარტებით იხელმღვანელებს. მერაბიშვილმა თქვა, რომ მისთვის ქართული ოცნების კანდიდატის გამარჯვება მოსალოდნელი იყო. ის ძალიან მოხარულია, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 20 პროცენტი მიიღო" - აღნიშნა ლისეკმა. წყარო:http://www.tabula.ge „ავლაბრის რეზიდენცია შესაძლოა, ისეთ სფეროს გადაეცეს, რომელიც უფრო მეტად იქნება სახალხო“ ევროპარლამენტარმა კჟიშტოფ ლისეკმა სამ კოლეგასთან ერთად, ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა. როგორც ლისეკმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი თავს კარგად გრძნობს და ოპტიმისტურად არის განწყობილი. "თუმცა, ის ვარაუდობს, რომ საპატიმროში დარჩენა მომდევნო ოქტომბრამდე მოუწევს" - თქვა ლისეკმა და იმედი გამოთქვა, რომ ვანო მერაბიშვილის საქმის გამოძიება გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩაივლის. ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ ყოფილ პრემიერს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზეც ესაუბრა. "ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ის კარგად არის და ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი იმის მიუხედავად, რომ მერაბიშვილის აზრით, ციხეში დარჩენა მომდევნო წლის ოქტომბრამდე მოუწევს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამოძიების პროცესი გამჭვირვალე იქნება და სასამართლო ევროპული სტანდარტებით იხელმღვანელებს. მერაბიშვილმა თქვა, რომ მისთვის ქართული ოცნების კანდიდატის გამარჯვება მოსალოდნელი იყო. ის ძალიან მოხარულია, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 20 პროცენტი მიიღო" - აღნიშნა ლისეკმა. წყარო: http://www.tabula.ge "საქართპელო - Россия“ - წარწერა თინა კანდელაკის მაისურზე "საქართპელო Россия“ - ასეთი წარწერა აქვს მეჩირაღდნე თინა კანდელაკის მაისურს. სწორედ ეს მაისური ამშვენებს ჟურნალისტს ფოტოზე, რომელიც მან სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაკეთებულ პოსტს დაურთო. "საქართველოში გარკვეული ძალების მიზანი ბოიკოტი გამოუცხადოს სოჭის ოლიმპიურ თამაშებს - ეს უპირველეს ყოვლისა ქართველი სპორტსმენებისთვისაა დარტყმა, რომლებიც ამ მოვლენისთვის წლებია ემზადებოდნენ. საქართველოს ნაკრები ზამთრის სახეობებში მართალია არაა რაოდენობრივად დიდი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტიკოსების მიერ გამოგონილი მოტივების გამო, ისინი და მთელი ქვეყანა ზეიმს უნდა მოაკლო, მით უმეტეს, რომ ქართველ სპორტსმენებს რუსეთში მართლაც ელოდებიან. სპორტი პოლიტიკის გარეთ უნდა იყოს. რაც მთავარია, დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი და საქართველო მეგობრულად იცხოვრებენ,"- წერს თინა კანდელაკი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. წყარო: http://news.ge მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები ნაკლებად სავარაუდოა და შეიცვლება მხოლოდ ერთი მინისტრი – ის, რომელიც პრემიერის პოსტს დაიკავებს 28 October, 2013 მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები ნაკლებად სავარაუდოა და შეიცვლება მხოლოდ ერთი მინისტრი – ის, რომელიც პრემიერის პოსტს დაიკავებს. ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირინე იმერლიშვილმა საგენტო „პირWელის“ პრეს-კლუბში განაცხადა. „არ ვვარაუდობთ ცვლილებებს მინისტრთა კაბინეტში. ერთი მინისტრი დანამდვილებით იქნება შესაცვლელი, იმიტომ, რომ როგორც ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, მომავალი პრემიერი არის მინისტრთა მოქმედი კაბინეტის წევრი“ - აღნიშნა იმერლიშვილმა. იმერლიშვილმა ახალი მთავრობის დამტკიცების წესიც განმარტა და აღნიშნა, რომ მინისტრთა კაბინეტს პარლამენტი 20-დან 25 ნოემბრამდე დაამტკიცებს. „უმრავლესობამ უნდა წარუდგინოს უკვე ახალ პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა და შემდეგ პრემიერ-მინისტრს პარლამენტში შემოჰყავს თავისი გუნდი - მინისტრთა კაბინეტი“ - დასძინა მან. წყარო: http://frontnews.ge "მომავალ არჩევნებზე შევხვდებით" 18:07 28.10.2013 საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა. "ჩვენ გავედით მეორე ადგილზე და ეს ადგილი მყარ საფუძველს ხდის შემდგომ ძალებისთვის და შემდგომში ჩვენი გამარჯვებებისთვის. რამდენიმე თვის წინ ყველა პროგნოზირებდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გაქრებოდა და გაუჩინარდებოდა. 25 000 ჩვენი აქტივისტი მუდმივად მთელი ამ წლების განმავლობაში იმყოფებდოდა დაკითხვაზე, ჩვენი ყოფილი მინისტრები სრულიად უსამართლოდ იმყოფებიან საპატიმროებში და გაუგონარი, უსამართლობით ხდება მათი საქმეების განხილვა, ბევრ სხვასაც ემუქრება პატიმრობა. მიუხედავად ამისა, მიუხედავად იმ დიდი პროპაგანდისა, იმ ათასგვარი სიბინძურისა, რომელიც ჩვენზე გადმოისხა, ქართული საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანმა ნაწილმა იმის ფონზე, რომ ძალიან ბევრი არ მოვიდა არჩევნებზე, იმიტომ, რომ ჩათვალა, შეიძლება ამას აზრი არ ჰქონდა ან საპროტესტო განწყობა ჰქონდა, ამ პირობებში, ეს შედეგი, რომელიც დაფიქსირდა, არის ძალიან კარგი, საწყისი პოზიცია, ნებისმიერი მზარდი პარტიისთვის, ნებისმიერი მომავალზე ორინტიერებული პოლიტიკური ძალისთვის. პირველ რიგში, მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენ საპრეზიდენტო კანდიდატს და ჩვენი პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, რომელიც დაუღალავად მთელი ეს თვეები დადიოდა და ხალხს ხვდებოდა, უხსნიდა ყველაფერს, რაც იყო ჩვენი პლატფორმა, მაგრამ ამავე დროს მინდა, ვთქვა და გავიმეორებ გიგა ბოკერიას სიტყვებს, რომელიც მან გუშინ წარმოთქვა, რომ შევხვდებით მომავალ არჩევნებზე. ჩვენ ყველა შემდგომ არჩევნებზე, გვაქვს შანსი იმიტომ, რომ გუშინდელ არჩევნებზე ამას ჩაეყარა ძალიან დიდი საფუძველი. ეს არის პირველ რიგში, ჩვენი აქტივისტების დამსახურება, რიგითი წევრების "ნაციონალური მოძრაობის" მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ მათგანს. მე დღეს მოვისმინე განცხადებები, რომლითაც ხდება თავდასხმა ამ ხალხზე, მე არ მგონია კარგი იყოს, რომ გამარჯვებული ძალის წარმომადგენელი მეორე დღეს უნდა იყენებდეს ვიღაცის გასალანძღად ან ვიღაცისთვის ნიშნის მოსაგებად ან მითუმეტეს დასამცირებლად. ჩვენ ყველას იმედი გვქონდა, რომ გამარჯვებული ძალა ამას გამოიყენებდა სულგრძელობისთვის, ხელისგაწვდომისთვის თანამშრომლობისთვის რისთვისაც თქვენ ყველამ გუშინ, გამოხატეთ სრული მზადყოფნა. საქართველოს წინ ელის საკმაოდ რთული პერიოდი, გაურკვევლობის და პრობლემების სამწუხაროდ, ეს ასეა და ყველამ კარგად ვიცით. დღეს, როგორც არასდროს, საჭირო იქნა მოთხოვნა, დემოკრატიულ, ეფექტურ ოპოზიციაზე. ქმედითუნარიან, უშიშარ და პარლამენტაგარეშე სოგადოებრივ პოლიტიკურ ძალაზე, მყარი იდეოლოგიით, მყარი ბირთვით, კარგად შემდგარი პროგრამით და ძალიან დიდი მხარდაჭერით. მათ შორის ახალგაზრდებში, ყველაფერ ისეთზე იქნება მოთხოვნა, როგორიცაა ჩვენი პარტია", - განაცხადა სააკაშვილმა. წყარო: http://pirweli.com.ge |
|||
« Next Oldest | Next Newest »
|
Messages In This Thread |
Georgian politics - giagiwi - 10-22-2013, 01:08 PM
RE: Georgian politics - guru_m - 10-28-2013 10:11 PM
RE: Georgian politics - guru_m - 10-28-2013, 11:26 PM
RE: Georgian politics - guru_m - 10-29-2013, 06:43 PM
RE: Georgian politics - guru_m - 10-29-2013, 08:15 PM
RE: Georgian politics - guru_m - 11-01-2013, 05:05 PM
RE: Georgian politics - guru_m - 12-07-2013, 10:56 PM
RE: Georgian politics - guru_m - 12-08-2013, 01:20 AM
RE: Georgian politics - guru_m - 01-16-2014, 12:20 AM
RE: Georgian politics - guru_m - 01-16-2014, 01:21 AM
RE: Georgian politics - guru_m - 01-17-2014, 02:15 AM
RE: Georgian politics - guru_m - 01-17-2014, 03:16 AM
RE: Georgian politics - guru_m - 01-18-2014, 05:27 PM
RE: Georgian politics - guru_m - 01-20-2014, 08:30 PM
RE: Georgian politics - guru_m - 01-22-2014, 09:21 PM
RE: Georgian politics - guru_m - 01-23-2014, 12:25 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-03-2014, 02:18 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-03-2014, 03:38 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-05-2014, 12:06 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-05-2014, 02:49 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-05-2014, 05:18 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-17-2014, 02:27 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-17-2014, 03:39 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-17-2014, 05:15 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-18-2014, 05:07 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-18-2014, 06:08 AM
|
User(s) browsing this thread: 1 Guest(s)