Post Reply 
 
Thread Rating:
  • 1 Votes - 1 Average
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ანალოგები)
11-18-2013, 11:56 PM (This post was last modified: 11-19-2013 12:14 AM by guru_m.)
Post: #31
RE: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ლოგიკა)
20. მოცემულია:
• ორი კოლოფიდან ერთ-ერთში დევს ბეჭედი, ერთ-ერთში – ძეწკვი. I კოლოფს აწერია: "ამ კოლოფში არ დევს ძეწკვი", II კოლოფზე კი ასეთი წარწერაა: "ბეჭედიც და ძეწკვიც ამ კოლოფშია". ამ წარწერებიდან ერთი ჭეშმარიტია, ერთი – მცდარი.

რომელ კოლოფშია ბეჭედი და რომელში – ძეწკვი?

(ა) ბეჭედი დევს I კოლოფში, ძეწკვი – მეორეში
(ბ) ორივე დევს II კოლოფში
(გ) ბეჭედი დევს II კოლოფში, ძეწკვი – პირველში
(დ) ორივე დევს I კოლოფში

სწორი პასუხი (ა)

21. მოცემულია:
• სტუდენტები დისკუსიას მართავდნენ აუდიტორიაში, რომელსაც დამკვირვებელთა ოთახისგან მინის ტიხარი ყოფდა. დამკვირვებლებს მხოლოდ ვიზუალური დაკვირვების საფუძველზე უნდა გამოერჩიათ ის სტუდენტი, რომელიც ყველაზე აქტიური იყო და წარმართავდა დისკუსიას. ერთმა დამკვირვებელმა ასეთად A სტუდენტი მიიჩნია, ხოლო მეორემ _ B სტუდენტი.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ფაქტით შეიძლება აიხსნას ეს განსხვავება?

(ა) დისკუსია შეეხებოდა სტუდენტებისთვის აქტუალურ საკითხს და ამიტომ დისკუსიაში ყველა აქტიურად იყო ჩართული
(ბ) დამკვირვებლები გამოცდილი მკვლევრები იყვნენ და ისინი დისკუსიის მსვლელობის ყველა ნიუანსს ზუსტად აღნუსხავდნენ
(გ) A სტუდენტი იყო სადისკუსიო კლუბის ხელმძღვანელი, ხოლო B სტუდენტი _ მისი მოადგილე
(დ) დამკვირვებლები სხვადასხვა მხარეს ისხდნენ და მათი მხედველობის არეში სხვადასხვა სტუდენტი მოექცა


სწორი პასუხი (დ)

22. მოცემულია წანამძღვრები:
• ბოსტნეული სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, თუ ის მოყვანილია ეკობიოლოგიური მოთხოვნების დაცვით
• ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტი არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს
• ყვავილოვანი კომბოსტო ბოსტნეულია

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დებულება არ გამომდინარეობს ამ წანამძღვრებიდან?

(ა) ყვავილოვანი კომბოსტო სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, თუ ის მოყვანილია ეკობიოლოგიური მოთხოვნების დაცვით
(ბ) ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა მხოლოდ ის პროდუქტი, რომელიც არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს
(გ) თუ საკვები პროდუქტი შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს, ის არ არის ყვავილოვანი კომბოსტო
(დ) ბოსტნეული არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს, თუ ის მოყვანილია ეკობიოლოგიური მოთხოვნების დაცვით

სწორი პასუხი (გ)

23. მოცემულია:
• ისლანდიელ მხატვარ-მარინისტთა ნამუშევრები არ მომწონს
• ჩემს მეგობრებს მოსწონთ ისლანდიელ მხატვარ-მარინისტთა ნამუშევრები

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი გამომდინარეობს ამ დებულებებიდან?

(ა) ზოგიერთი მხატვარი-მარინისტი არაა ისლანდიელი
(ბ) ჩემი შეხედულებები ყოველთვის არ ემთხვევა სხვა ადამიანთა თვალსაზრისს
(გ) სხვა ჟანრში მომუშავე ისლანდიელ მხატვართა ნამუშევრებიც არ მომწონს
(დ) ზოგიერთი ადამიანი იზიარებს ჩემს შეხედულებებს ისლანდიელ მხატვარ-მარინისტთა ნამუშევრების შესახებ


სწორი პასუხი (ბ)
Find all posts by this user
Quote this message in a reply
Post Reply 


Messages In This Thread
RE: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ლოგიკა) - guru_m - 11-18-2013 11:56 PM

Forum Jump:


User(s) browsing this thread: 2 Guest(s)