• Wide screen resolution
  • Auto width resolution
  • Increase font size
  • Decrease font size
  • Default font size
EnglishGeorgian

georgiandaily.com

 

New York

05/24/2013 4:35:40 AM

Tbilisi

05/24/2013 12:35:40 PM

თავფურცელი arrow პოლიტიკა arrow ანალიზი: ტერიტორიული რეინტეგრაცია arrow 'რესპუბლიკელები' ვიდეომასალას ავრცელებენ
'რესპუბლიკელები' ვიდეომასალას ავრცელებენ ბეჭდვა ელფოსტა
Wednesday, 28 May 2008

29 მაისი , 2008 წელი
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი


'რესპუბლიკელები' 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ვიდეომასალას ავრცელებენ.

რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელმა ლევან ბერძენიშვილმა დღეს მედიას ოთხწუთიანი მასალა წარუდგინა.

მისი თქმით, მასალაში ჩანს, თუ როგორ მიაქვს საუბნო კომისიების წარმომადგენლებს საოლქო კომისიაში ოქმები, სამაგიდო სიები და ბეჭდები. როგორ ათავსებენ მათ სხვა კონვერტებში და ყველაფერი ეს პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებით.

"რესპუბლიკელების" ერთ-ერთი ლიდერის განცხადერბით, მასალა გადაღებულია ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის ფანჯრიდან.

ბერძენიშვილის მტკიცებით, ასეთია "ნაცმოძრაობის" მხრიდან გაყალბების სისტემა.

ვიდეომასალას 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ასევე ავრცელებს "რესპუბლიკური პარტიის" ბათუმის რაიონული ორგანიზაცია.

მათი მტკიცებით, მობილური ტელეფონით გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს, როგორ ანაცვლებს ერთ-ერთი უბნის თავმჯდომარე უბნიდან წამოღებულ ოქმს თავისივე ხელჩანთიდან ამოღებული ყალბი ოქმით.

"რესპუბლიკელი" მურმან დუმბაძის ინფორმაციით, აღნიშნული ვიდეო-მასალა მათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მიაწოდა და მისი გადაღება დილის 5 საათზე ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან მოხდა.

საგანგებო ბრიფინგზე არ დასახელებულა უბნის კადრებში დაფიქსირებული უბნის თავმჯდომარის ვინაობა.

„რესპუბლიკელები“ ამ ვიდეო-მასალის პროკურატურისთვის გადაცემას აპირებენ.

გასავრცელებლად თითო ეგზემპლარი ჟურნალისტებსაც დაურიგეს.

 
< წინა   შემდეგი >

სინდიკატი


Copyright © 2010 Georgian Daily. All rights reserved.
This site is best viewed with Internet Explorer 6.0 or higher; Firefox 2.0 or higher at a minimum screen resolution of 1024x768