პოლიტიკა
ანალიზი: ენერგოუსაფრთხოება და უცხოეთთან ურთიერთობა
ცესკო არჩევნების პირველად შედეგებს აქვეყნებს | ცესკო არჩევნების პირველად შედეგებს აქვეყნებს |
|
|
| Friday, 23 May 2008 | |
|
ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა: 1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ქართულ პოლიტიკა" - 0,46 პროცენტი; 2. "რესპუბლიკური პარტია" - 3,79 პროცენტი; 3. საარჩევნო ბლოკი "მემარჯვენე ალიანსი, თოფაძე – მრეწველები" - 0,92 პროცენტი; 4. "შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - 7,48 პროცენტი; 5. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის" -59,29 პროცენტი; 6. პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოს სპორტსმენთა კავშირი" - 0,2 პროცენტი; 7. საარჩევნო ბლოკი "გაერთიანებული ოპოზიცია, ეროვნული საბჭო – მემარჯვენეები" - 17,62 პროცენტი; 8. "სრულიად საქართველოს რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალური პარტია" - 0,18 პროცენტი; 9. "ქრისტიანულ-დემოკრატიული ალიანსი" - 0,89 პროცენტი; 10. "გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატები" - 8,58 პროცენტი; 11. საარჩევნო ბლოკი "ტრადიციონალისტები, ჩვენი საქართველო და ქალთა პარტია" - 0,46 პროცენტი; 12. პოლიტიკური პარტია "ჩვენი ქვეყანა" - 0,13 პროცენტი.
პროპორციული სისტემით: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის" – 49 მანდატი იღებენ(59,29%); "გაერთიანებული ოპოზიცია, ეროვნული საბჭო – მემარჯვენეები" – 14 მანდატი (17,62%); "გიორგი თარგამაძე – ქრისტიან–დემოკრატები" – 6 მანდატი (8,58%); "ლეიბორისტული პარტია" – 6 მანდატი (7,48%). რაც შეეხება მაჟორიტარული ოლქების შედეგებს, 75 ოლქიდან სურათი ასეთია: "ნაციონალური მოძრაობა" - 71 მანდატი; გაერთიანებული ოპოზიცია - 2 მანდატი; "რესპუბლიკური პარტია" - 2 მანდატი. წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე ცესკო–ს კიდევ ორი კვირა აქვს. შესაძლოა საოლქო კომისიებში საჩივრების განხილვის შემდეგ სურათი ოდნავ შეიცვალოს, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციაში ვარაუდობენ, რომ ცვლილება პროპორციული არჩევნების შედეგებზე გავლენას არ მოახდენს. ამჟამად არსებული მონაცემებით უკვე გამოკვეთილია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ახალ 150–კაციან პარლამენტში, სავარაუდოდ, 120 მანდატს აიღებს. |
| < წინა | შემდეგი > |
|---|
Copyright © 2010 Georgian Daily. All rights reserved.
This site is best viewed with Internet Explorer 6.0 or higher; Firefox 2.0 or higher at a minimum screen resolution of 1024x768