პოლიტიკა
არჩევნების მედიაცენტრი დარღვევებზე ინფორმაციას ავრცელებს | არჩევნების მედიაცენტრი დარღვევებზე ინფორმაციას ავრცელებს |
|
|
| Wednesday, 21 May 2008 | |
|
ამ დროისთვის ფიქსირდება ტექნიკური ხარვეზები და საერთაშორისო ორგანიზაციები საარჩევნო კომისიების წევრების მოუმზადებლობაზე საუბრობენ. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" 600-მდე დამკვირვებელი არჩევნების პროცესს 36 საარჩევნო ოლქში აკვირდება. მათი ინფორმაციით, რიგ უბნებზე, წილისყრის პროცედურას დამკვირვებლები არ დაასწრეს. საგარეჯოს 37-ე უბანზე, საია–ს მონაცემებით, კომისიის წევრებსა და უბანში მყოფებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაგვიანებით გაიხსნა თბილისში რამდენიმე საარჩევნო უბანი. "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ინფორმაციით, რომელიც არჩევნების პროცესს მხოლოდ ქვემო ქართლში აკვირდება, ამ დროისთვის დარღვევები დაფიქსირდა მარნეულში, ბოლნისსა და წალკაში. ბოლნისის ერთ-ერთ უბანზე ერთი და იგივე ადამიანმა ხმა რამდენჯერმე მისცა. |
| < წინა | შემდეგი > |
|---|
Copyright © 2010 Georgian Daily. All rights reserved.
This site is best viewed with Internet Explorer 6.0 or higher; Firefox 2.0 or higher at a minimum screen resolution of 1024x768