• Wide screen resolution
  • Auto width resolution
  • Increase font size
  • Decrease font size
  • Default font size
EnglishGeorgian

georgiandaily.com

 

New York

05/19/2013 2:33:10 AM

Tbilisi

05/19/2013 10:33:10 AM

თავფურცელი arrow პოლიტიკა arrow ანალიზი: ტერიტორიული რეინტეგრაცია arrow მთავრობაში ორი ახალი მინისტრი დაინიშნა
მთავრობაში ორი ახალი მინისტრი დაინიშნა ბეჭდვა ელფოსტა
Thursday, 01 May 2008

1 მაისი , 2008 წელი
სივილ ჯორჯია

სოფლის მეურნეობის მინისტრად ბაკურ კვეზერელი, ხოლო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად ირაკლი ღვალაძე დაინიშნა, იტყობინება პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური.

ორივე მათგანი ყოფილი მინისტრების პეტრე ცისკარიშვილისა და ზაზა გამცელემლიძის პირველი მოადგილეები იყვნენ.

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრების პოსტები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ციკარიშვილმა და გამცემლიძემ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრა გადაწყვიტეს ახმეტისა და ვაკის მაჟორიტარულ ოლქებში, შესაბამისად.

ჯერ-ჯერობით ვაკანტური რჩება კიდევ ორი, საგარეო საქმეთა და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის თანამდებობა. დავით ბაქრაძე, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და კობა სუბელიანი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი მმართველი პარტიის საარჩევნო სიის პირველ-მეორე ნომრები არიან.

 
< წინა   შემდეგი >

სინდიკატი


Copyright © 2010 Georgian Daily. All rights reserved.
This site is best viewed with Internet Explorer 6.0 or higher; Firefox 2.0 or higher at a minimum screen resolution of 1024x768